1 საიდან არის ბრძოლა და შუღლი თქვენს შორის, თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენს ასოებს შორის იბრძვიან? 2 გსურთ და არ გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ იხელთებთ; მოშუღლეობთ და იბრძვით და არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ. 3 ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმები დაიკმაყოფილოთ. 4 მრუშებო, განა არ იცით, რომ ამა ქვეყნის მეგობრობა ღმერთის მტრობაა? ასეა, ვისაც ამა ქვეყნის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება. 5 ნუთუ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „შურით სწადია მას ჩვენში დავანებული სული?“ 6 მაგრამ უფრო მეტ მადლსაც იძლევა. ამიტომ ამბობს: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.“