1 ძმებო, მე ვერ გესაუბრობდით თქვენ როგორც სულიერებს, არამედ მხოლოდ როგორც ხორციელებს, როგორც ჩვილებს ქრისტეში. 2 რძეს გასმევდით თქვენ და არა მყარ საჭმელს, რადგან მაშინ არ შეგეძლოთ მიღება და ახლაც არ შეგიძლიათ, 3 იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. რადგან თუ შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანისებურად არ იქცევით? 4 რადგან, როცა ერთი ამბობს: „მე პავლესი ვარ,“ მეორე კი: „მე აპოლოსისა,“ განა ხორციელნი არა ხართ?