3 მეფეთა 18:1-8

By
სექტემბერი 17, 2015
1 გამოხდა მრავალი ხანი და მესამე წელს იყო უფლის სიტყვა ელიას მიმართ: „წადი, ეჩვენე ახაბს და მეც ვაწვიმებ მიწის პირზე.” 2 და წავიდა ელია, რომ სჩვენებოდა ახაბს. დიდი შიმშილობა იყო სამარიაში. 3 და დაუძახა ახაბმა ყობადიაჰუს, სასახლის მოურავს. ძალზე ღვთისმოშიში იყო ყობადიაჰუ. 4 როცა იზებელი სპობდა უფლის წინასწარმეტყველთ, წაიყვანა ყობადიაჰუმ ასი წინასწარმეტყველი და ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს მალავდა მღვიმეებში და პურითა და წყლით არჩენდა მათ. 5 და უთხრა ახაბმა ყობადიაჰუს: „წადი და მოიარე ქვეყნის წყაროები და ხევები. იქნებ აღმოჩნდეს სადმე ბალახი, რომ როგორმე გამოვკვებო ცხენები და ჯორები, და არ გაგვიქრეს პირუტყვი.” 6 და დაინაწილეს ქვეყანა ერთმანეთში, ვინ სად უნდა წასულიყო. ახაბი ერთი გზით წავიდა მარტო, ყობადიაჰუ მეორე გზით წავიდა მარტო. 7 გზად იყო ყობადიაჰუ, რომ აჰა, ელია შემოეყარა, იცნო და დაეცა მის წინაშე და უთხრა: „ნუთუ შენ ელია ხარ, ჩემო ბატონო?” 8 უთხრა: „მე ვარ. წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არის-თქო ელია.”

კომენტარის დატოვება

Close
Close