ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი. – მათეს 10:37
იესომ ჩვენ შეგვქმნა და მოგვანიჭა სიცოცხლე, ჩვენი ცოდვის გამო თავისი დიდება მიატოვა და ქვეყანაზე ჩამოვიდა, დაგვანახა სიყვარული და გვასწავლა გზა, რომელსაც გადარჩენისკენ მივყავართ, თავისი თავი გასწირა ჩვენს გამო და თავისი სისხლით ცოდვები გვაპატია, დღეს კი შუამდგომლობს ჩვენთვის. ის არის სიცოცხლე და ცხოვრების აზრი.