ძველი აღთქმა
4 მეფეთა
251 თავისი მეფობის მეცხრე წელს, მეათე თვის მეათე დღეს, წამოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქუდონოსორი მთელი თავისი ლაშქრითურთ იერუსალიმის წინააღმდეგ და შემოადგა მას და მიწაყრილები მოუწყო ირგვლივ. 2 და იყო ალყაში ქალაქი მეფე ციდკიაჰუს მეთერთმეტე წლამდე. 3 თვის მეცხრე დღეს გამძვინვარდა შიმშილი ქალაქში, და არ ჰქონდა პური ხალხს. 4 და გატყდა ქალაქი და გაიქცნენ ღამით ორ კედელს შუა, სამეფო ბაღთან რომ არის. ქალაქის ირგვლივ იდგნენ ქალდეველები, ხოლო ციდკიაჰუმ მიმართა ყარაბასკენ მიმავალ გზას. 5 და დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს, და მიეწივნენ იერიხოს დაბლობზე და მთელი ლაშქარი გაეფანტა მას. 6 და შეიპყრეს მეფე და მიუყვანეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, და მსჯავრი დასდეს: 7 თვალწინ დაუკლეს შვილები ციდკიაჰუს, ხოლო თავად მას თვალები დასთხარეს, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონში წაიყვანეს. 8 მეხუთე თვის მეშვიდე დღეს, ეს იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მეცხრამეტე წელი, მოვიდა ნებუზარდანი – ქონდაქართუხუცესი, ბაბილონის მეფის მსახური, იერუსალიმში, 9 და გადაწვა უფლის სახლი და მეფის სახლი, და იერუსალიმის ყველა სახლი, ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა. 10 და დაანგრია კედლები იერუსალიმის ირგვლივ ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონდა-ქართუხუცესს მოჰყვა. 11 ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა და ისინი, ვინც ბაბილონის მეფეს ჩაბარდნენ სხვადასხვა ჭრელ ხალხთან ერთად აჰყარა ნებუზარდანმა – ქონდაქართუხუცესმა. 12 და ნაწილი ქვეყნის ხალხისა მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად დატოვა ქონდაქართუხუცესმა. 13 და სპილენძის სვეტები, უფლის სახლში რომ იდგა, და კვარცხლბეკები და სპილენძის ზღვა, უფლის სახლში რომ იდგა, დალეწეს ქალდეველებმა და სპილენძი ბაბილონში გაზიდეს. 14 ქვაბები, აქანდაზები, მაშები, კოვზები, სპილენძის ყველა ჭურჭელი, ღვთისმსახურებისას რომ იყენებდნენ, გაზიდეს. 15 სასაკმევლეები და სასხურებლები, ოქროსა და ვერცხლის რაც იყო, ქონდაქართუხუცესმა წაიღო. 16 წყვილი სვეტიც, ერთი ზღვა და კვარცხლბეკები, სოლომონმა რომ დაამზადა უფლის სახლისთვის – აუწონავი იყო სპილენძი, რისგანაც ეს საგნები იყო გაკეთებული. 17 თვრამეტი წყრთა იყო ერთი სვეტის სიმაღლე, ზედ სპილენძის გვირგვინი ჰქონდა. და სამი წყრთა იყო გვირგვინის სიმაღლე. ცხაური და ბროწეულები გვირგვინის გარშემო, ყველაფერი სპილენძისა იყო. ასეთივე იყო მეორე სვეტი ცხაურიანად. 18 და გამოიყვანა ქონდაქართუხუცესმა მღვდელმთავარი სერაია, მეორე მღვდელი ცეფანიაჰუ და ზღურბლის სამი მცველი. 19 ქალაქიდან გამოიყვანა ერთი კარისკაცი, რომელიც მეომრებს ზედამხედველობდა, ხუთი კაცი, მეფის პირისმხილველნი, რომელნიც ქალაქში იმყოფებოდნენ, ლაშქრის მთავარი მწერალი, რომელიც იწვევდა ჯარში ქვეყნის ხალხს, და ექვსასი კაცი ქვეყნის ხალხიდან, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ, 20 და წაიყვანა ისინი ნებუზარდანმა –ქონდაქართუხუცესმა, და მიჰგვარა ბაბილონის მეფეს რიბლაში. 21 და დაჰკრა მათ ბაბილონის მეფემ და დაახოცინა რიბლაში, ხამათის მხარეში. და აჰყარა იუდა თავისი ქვეყნიდან. 22 იუდას ქვეყანაში დარჩენილ ხალხზე კი, რომელიც დატოვა იქ ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, უფროსად დანიშნა გედალიაჰუ, ძე ახიკამისა, შაფანის ძისა. 23 და გაიგეს მხედართმთავრებმა და მათმა კაცებმა, რომ ბაბილონის მეფემ გედალიაჰუ დანიშნა და მივიდნენ გედალიაჰუსთან მიცფაში. ესენი იყვნენ: იშმაყელ ნეთანიას ძე, იოხანან კარეახის ძე, სერაია თანხუმეთის ძე, ნეტოფათიდან, იაზანიაჰუ მაყაქათელის ძე და მათი ხალხი. 24 და შეჰფიცა გედალიაჰუმ მათ და მათ ხალხს და უთხრა: „ნუ გეშინიათ ქალდეველთა მორჩილებისა, დასახლდით ქვეყანაში, და დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს და კარგი იქნება თქვენთვის.” 25 მეშვიდე თვეს მოვიდა ისმაელი, ძე ნეთანიასი, ელიშამაყის ძისა, მეფეთა ნათესავი, ათი კაცითურთ, და მოკლა გედალიაჰუ და ამოხოცა იუდაელები და ქალდეველები, ვინც მიცფაში ახლდნენ მას. დედამიწის მთელი სამეფონი მომცა მე უფალმა, ცათა ღმერთმა, და მიბრძანა ავუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის. 26 და ადგა მთელი ხალხი დიდიან პატარიანად და მხედართმთავრები, და ეგვიპტეში გადაიხვეწნენ ქალდეველების შიშით. დედამიწის მთელი სამეფონი მომცა მე უფალმა, ცათა ღმერთმა, და მიბრძანა ავუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის. 27 იუდას მეფის, იეჰოიაქინის გადასახლებიდან ოცდამეჩვიდმეტე წლის თავზე, მეთორმეტე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს, საპყრობილიდან იპატივა იეჰოიაქინი, იუდას მეფე.დედამიწის მთელი სამეფონი მომცა მე უფალმა, ცათა ღმერთმა, და მიბრძანა ავუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის. 28 და კეთილად ელაპარაკა და დაუდგა ტახტი იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც ბაბილონში ჰყავდა მას.დედამიწის მთელი სამეფონი მომცა მე უფალმა, ცათა ღმერთმა, და მიბრძანა ავუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის. 29 და გამოუცვალა საპყრობილის ტანისამოსი და მის წინ ჭამდა იგი პურს მთელი სიცოცხლე.დედამიწის მთელი სამეფონი მომცა მე უფალმა, ცათა ღმერთმა, და მიბრძანა ავუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის. 30 და სამუდამო იყო მისი სარჩო და ეძლეოდა მეფისაგან ყოველდღიურად, მთელი სიცოცხლე.დედამიწის მთელი სამეფონი მომცა მე უფალმა, ცათა ღმერთმა, და მიბრძანა ავუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის.
თავი ოცდამეოთხე 1 ნეშტთა