4 მეფეთა 22:8-16

By
იანვარი 16, 2014
8 და უთხრა ხილკიაჰუ მღვდელმთავარმა შაფან მწერალს: „რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში.” მისცა ხილკიამ წიგნი შაფანს და წაიკითხა მან. 9 და მივიდა შაფან მწერალი მეფესთან და მოახსენა ამბავი. და უთხრა: „გადმოყარეს შენმა მსახურებმა უფლის სახლში ნაპოვნი ვერცხლი და ჩააბარეს სამუშაოთა მწარმოებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი.” 10 და ამცნო შაფან მწერალმა მეფეს: „წიგნი მომცა მღვდელმა ხილკიაჰუმ.” და წაიკითხა მეფის წინაშე, 11 და როცა მოისმინა მეფემ რჯულის წიგნის სიტყვები, შემოიხია ტანსაცმელი. 12 უბრძანა მეფემ ხილკია მღვდელს, ახიკამ შაფანის ძეს, ყაქბორ მიქაიას ძეს, შაფან მწერალს და ყასაიას, მეფის მსახურს: 13 „წადით, დაეკითხეთ უფალს ჩემზე, ერზე და მთელს იუდაზე ამ ნაპოვნი წიგნის სიტყვების გამო. დიდია უფლის რისხვა, რომელიც აღიგზნო ჩვენს მიმართ, რადგან არ ისმინეს ჩვენმა მამებმა ამ წიგნის სიტყვები და არ შეასრულეს, რაც მათთვის იყო დაწერილი.” 14 და მივიდნენ ხილკიაჰუ მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა, და დაელაპარაკნენ მას. 15 უთხრა ქალმა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ, 16 ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას მოვუვლენ ამ ადგილს და მის მცხოვრებლებს, ახდება ამ წიგნის ყოველი სიტყვა, იუდას მეფეს რომ წაუკითხავს,

კომენტარის დატოვება

Close
Close