4 მეფეთა 12

მაისი 13, 2015
ძველი აღთქმა
4 მეფეთა
121 და ორმოცი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ციბია, ბეერ-შებაყიდან. 2 სწორეს აკეთებდა უფლის თვალში იოაში მთელი თავისი სიცოცხლე, სანამ იეჰოიადაყ მღვდელი მოძღვრავდა მას. 3 ოღონდ გორაკები არ ყოფილა გაუქმებული. გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. 4 და უთხრა იოაშმა მღვდლებს: “მთელი შემოწირული ვერცხლი, რომელიც უფლის სახლში შემოდის, ბრუნვაში მყოფი ვერცხლი, ვისაც რამდენი შემოაქვს, მთელი ვერცხლი, რომელიც სურვილისამებრ შემოაქვთ უფლის სახლში, 5 აიღონ მღვდლებმა თავისთვის თავ-თავისი ნაცნობებისაგან და შეაკეთონ ტაძარში ყველაფერი, რასაც შესაკეთებელს აღმოაჩენენ.” 6 და როცა მეფე იოაშის ოცდამესამე წელს მაინც არ ჰქონდათ შეკეთებული მღვდლებს, რაც შესაკეთებელი იყო სახლში, 7 დაუძახა მეფე იოაშმა იეჰოიადაყ მღვდელს და სხვა მღვდლებს და უთხრა: “რატომ არ შეგიკეთებიათ სახლი? მეტად ნუღარ აიღებთ თქვენ-თქვენი ნაცნობებისგან ვერცხლს, არამედ სახლის შესაკეთებლად მიეცით ის.” 8 და შეთანხმდნენ მღვდლები, აღარ აეღოთ ვერცხლი სახლის შესაკეთებლად. 9 და აიღო იეჰოიადაყ მღვდელმა ერთი კიდობანი, ზემოდან ნახვრეტი გაუკეთა და სამსხვერპლოს გვერდით დადგა, უფლის სახლში შემომსვლელთა მხარმარჯვნივ. და იქ ყრიდნენ ზღურბლის მცველი მღვდლები უფლის სახლში შემოტანილ მთელ ვერცხლს. 10 და როცა ნახავდნენ, რომ ბევრი ვერცხლი დაგროვდა კიდობანში, ამოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავარი, გადმოყრიდნენ და დაითვლიდნენ უფლის სახლში შეგროვებულ ვერცხლს. 11 და ხელში აბარებდნენ დათვლილ ვერცხლს სამუშაოთა მწარმოებლებს, რომელნიც უფლის სახლში იყვნენ განწესებულნი. და ესენი ურიგებდნენ დურგლებს და მშენებლებს – უფლის სახლში მომუშავეთ, 12 ქვისმთლელებს და ქვითხუროებს. ყიდულობდნენ ხეს და თლილ ქვას უფლის სახლის შესაკათებლად და ყველაფერს, რაც გასამაგრებლად იყო საჭირო. 13 ოღონდ უფლის სახლისთვის საჭირო ვერცხლის თასები, მაშები, სასხურებლები, საყვირები, ოქროსა და ვერცხლის ყოველგვარი ჭურჭელი არ მზადდებოდა უფლის სახლში შემოსული ვერცხლით, 14 რადგან სამუშაოთა მწარმოებლებს ეძლეოდათ, რომ ამით შეეკეთებინათ უფლის სახლი. 15 და ანგარიშს არ სთხოვდნენ იმ პირებს, რომელნიც სამუშაოთა მწარმოებლებს აბარებდნენ ხელში ვერცხლს, რადგან პატიოსნად იქცეოდნენ. 16 დანაშაულის გამოსასყიდი ვერცხლი და ცოდვის გამოსასყიდი ვერცხლი არ შემოდიოდა უფლის სახლში. მღვდლებს ეკუთვნოდა იგი. 17 მაშინ გაემართა ხაზაელი, არამის მეფე, და გაილაშქრა გათის წინააღმდეგ და აიღო იგი. და იერუსალიმზე გალაშქრება განიზრახა ხაზაელმა. 18 და აიღო იოაშმა, იუდას მეფემ, მთელი შემოწირულობა, რაც შემოწირული ჰქონდათ იოშაფატს, იორამს და ახაზიაჰუს – მის მამებს, იუდას მეფეებს, თავისი შემოწირულობაც და მთელი ოქროულობა, რაც კი იპოებოდა უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში, და გაუგზავნა ხაზაელს, არამის მეფეს. და ისიც გაეცალა იერუსალიმს. 19 იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 20 და აღდგნენ მისი მსახურნი და შეითქვნენ მის წინააღმდეგ, და მოკლეს იოაში მილოს სახლში, სილას ჩასავალთან. 21 მისმა მსახურებმა – იოზახარ შიმყათის ძემ და იჰოზაბად შომერის ძემ მოკლეს იგი. და მოკვდა და დამარხეს მის მამათა გვერდით, დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად მისი ძე ამაცია გამეფდა.
თავი მეთერტმეტე                                                                                                                       თავი მეცამეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close