3 მეფეთა 22

მაისი 12, 2015
ძველი აღთქმა
3 მეფეთა
221 ისე გავიდა სამი წელი, რომ არ მომხდარა ომი არამსა და ისრაელს შორის. 2 მესამე წელს ჩავიდა იოშაფატი, იუდას მეფე, წავიდა ისრაელის მეფესთან. 3 და უთხრა ისრაელის მეფემ თავის მსახურთ: „ხომ იცით, რომ ჩვენია გილყადის რამოთი? ჩვენ კი არც ვფიქრობთ, გამოვტაცოთ იგი ხელიდან არამის მეფეს.” 4 და უთხრა იოშაფატს: „წამომყვები გილყადის რამოთისათვის საბრძოლველად?” და უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: „რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, ჩემი ცხენები და შენი ცხენები?” 5 და უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: „აბა, დაეკითხე დღეს უფლის სიტყვას.” 6 და შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი – ოთხასამდე კაცი, და უთხრა მათ: „გავილაშქრო გილყადის რამოთზე, თუ თავი შევიკავო?” და თქვეს: „გაილაშქრე, მეფეს ჩაუგდებს ხელში უფალი.” 7 და თქვა იოშაფატმა: „ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მისი საშუალებით ვკითხოთ უფალს?” 8 და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისათვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. მიქაიეჰუ იმლას ძეა”. და თქვა იოშაფატმა: „ნუ ამბობს ასე, მეფევ.” 9 და უხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ კარისკაცს და უთხრა: „სასწრაფოდ მომგვარე მიქაიეჰუ იმლას ძე.” 10 ისრაელის მეფე და იუდას მეფე იოშაფატი შესამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავის სავარძლებში კალოზე, სამარიის კარიბჭესთან, და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე.„ვიხილე მთელი ისრაელი, 11 და გაიკეთა ციდკიაჰუ ქენაყანას ძემ რკინის რქები და თქვა: „ასე ამბობს უფალი: ‘ამით ურქენ არამს და ბოლოს მოვუღებ.’“ „ვიხილე მთელი ისრაელი,უმწყემსო ფარასავით 12 ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა: „მიუხდი გილყადის რამოთს და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი.”„ვიხილე მთელი ისრაელი,უმწყემსო ფარასავითმიმოფანტულიყო მთებზე. 13 ასე ეუბნებოდა მიქაიეჰუს მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: „აჰა, მეფის სასიკეთოს ამბობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი. შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს. შენცა თქვი სასიკეთო.” „ვიხილე მთელი ისრაელი,უმწყემსო ფარასავითმიმოფანტულიყო მთებზე.და თქვა უფალმა: ‘პატრონი არ ჰყავთ, 14 და თქვა მიქაიეჰუმ: „უფალს ვფიცავ, რომ იმას ვიტყვი, რასაც უფალი მიბრძანებს”.„ვიხილე მთელი ისრაელი,უმწყემსო ფარასავითმიმოფანტულიყო მთებზე.და თქვა უფალმა: ‘პატრონი არ ჰყავთ,მშვიდობით დაბრუნდნენ თავ-თავის სახლებში’“. 15 და მივიდა მეფესთან, და უთხრა მეფემ: „მიქაიეჰუ, გავილაშქროთ გილყადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ?” და უთხრა: „გაილაშქრე და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი.”„ვიხილე მთელი ისრაელი,უმწყემსო ფარასავითმიმოფანტულიყო მთებზე.და თქვა უფალმა: ‘პატრონი არ ჰყავთ,მშვიდობით დაბრუნდნენ თავ-თავის სახლებში’“. 16 და უთხრა მეფემ: „რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე-მეთქი უფლის სახელით?” „ვიხილე მთელი ისრაელი,უმწყემსო ფარასავითმიმოფანტულიყო მთებზე.და თქვა უფალმა: ‘პატრონი არ ჰყავთ,მშვიდობით დაბრუნდნენ თავ-თავის სახლებში’“. 17 და თქვა:„ვიხილე მთელი ისრაელი,უმწყემსო ფარასავითმიმოფანტულიყო მთებზე.და თქვა უფალმა: ‘პატრონი არ ჰყავთ,მშვიდობით დაბრუნდნენ თავ-თავის სახლებში’“. 18 და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „ხომ გეუბნებოდი, სასიკეთოს არ იწინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.” 19 და თქვა [მიქაიაჰუმ]: „აბა, ისმინე უფლის სიტყვა: ვიხილე, თავის ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ. 20 და თქვა უფალმა: ‘ვინ გაიტყუებს ახაბს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გილყადის რამოთში?’ ერთი ამას ამბობდა, მეორე – იმას. 21 და გამოვიდა სული და წარუდგა უფალს და თქვა: ‘მე გავიტყუებ.’ ჰკითხა უფალმა: ‘რითი?’ 22 და თქვა: ‘გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში’. და თქვა [უფალმა]: ‘გაიტყუებ და კიდეც გამოგივა; წადი, ასე გააკეთე.’ 23 აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა ახლა უფალმა ბაგეებში ამ შენს წინასწარმეტყველებს, უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.” 24 და მიეჭრა ციდკიაჰუ ქენაყანას ძე და ლოყაში გაარტყა მიქაიეჰუს, და თქვა: „როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სულმა და შენში მეტყველებს?” 25 და თქვა მიქაიეჰუმ: „კარგი, მაშინ დაინახავ, ოთახიდან ოთახში რომ დაიწყებს სირბილს დასამალავად.” 26 და თქვა ისრაელის მეფემ: „შეიპყარი მიქაიეჰუ და მიჰგვარე ამონს, ქალაქის თავს, და უფლისწულ იოაშს, 27 და უთხარი: ასე ამბობს-თქო მეფე: ‘დილეგში ჩააგდეთ ეს კაცი და აჭამეთ სიმწრის პური და ასვით სიმწრის წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე.’“ 28 და თქვა მიქაიეჰუმ: „თუ მშვიდობით დაბრუნდი, უფალს არ ულაპარაკია ჩემი პირით.” და თქვა: „მისმინეთ ყველამ, ხალხნო!” 29 და წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატი, იუდას მეფე, გილყადის რამოთზე. 30 და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „გადავიცვამ და ისე გავალ საბრძოლველად. შენ შენი სამოსელი გეცვას.” და გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდა საბრძოლველად. 31 და უბრძანა არამის მეფემ ეტლების მეთაურებს, ოცდათორმეტ კაცს, ვინც ჰყავდა: „ნუ შეებრძოლებით ნურც მცირეს, ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ.” 32 როცა დაინახეს ეტლების მეთაურებმა იოშაფატი, იფიქრეს, ეს არისო ისრაელის მეფე, და მისკენ გაეშურნენ, რომ შებრძოლებოდნენ. და იყვირა იოშაფატმა. 33 როცა მიხვდნენ ეტლების მეთაურები, რომ არ იყო იგი ისრაელის მეფე, გაერიდნენ მას. 34 ალალბედზე მოზიდა მშვილდი ვიღაც კაცმა და ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა ისრაელის მეფე. და უთხრა თავის მეეტლეს: „გატრიალდი და მებრძოლებიდან გამიყვანე, რადგან დაჭრილი ვარ”. 35 გახურდა ომი იმ დღეს. და ეტლზე იდგა ისრაელის მეფე არამელთა პირისპირ და მოკვდა საღამო ხანს. და წვეთავდა სისხლი ჭრილობიდან ეტლის ძარაში. 36 და გავარდა ხმა ბანაკში მზის ჩასვლისას: „ყველა თავის ქალაქისკენ, ყველა თავის ქვეყნისკენ!” 37 და მოკვდა მეფე და წაასვენეს სამარიას, და დამარხეს მეფე სამარიაში. 38 და გარეცხეს ეტლი სამარიის ტბორზე, და ლოკავდნენ ძაღლები მის სისხლს, რომელიც სიძვის დიაცებმა ჩამორეცხეს, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს. 39 ახაბის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, სპილოსძვლის სახლი, რომელიც ააშენა, ქალაქები, რომელნიც გააშენა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 40 და განისვენა ახაბმა თავის მამა-პაპასთან და გამეფდა ახაზიაჰუ, მისი ძე, მის ნაცვლად. 41 იოშაფატ ასას ძე გამეფდა იუდაზე ახაბის, ისრაელის მეფის, მეოთხე წელს. 42 ოცდათხუთმეტი წლისა იყო იოშაფატი, როცა გამეფდა, და ოცდახუთ წელს მეფობდა იერუსალიმში. მისი დედა იყო ყაზუბა შილხის ასული. 43 ყველაფერში მამამისის გზას ადგა იგი, არ უხვევდა მისგან, და სწორს აკეთებდა უფლის თვალში. ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული, ხალხი ჯერ კიდევ გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა. 44 ზავი ჰქონდა იოშაფატს ისრაელის მეფესთან. 45 იოშაფატის დანარჩენი საქმენი, მისი გმირობა, რაც ჩაიდინა, და როგორ იბრძოდა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 46 მემრუშე კაცთა ნატამალნი, მისი მამის ასას დრომდე რომ იყვნენ დარჩენილნი, აღგავა მიწის პირისაგან. 47 მეფე არ იყო ედომში, მხოლოდ მეფის დანიშნული ზედამხედველი იყო. 48 ათი თარშიშული ხომალდი ააგო იოშაფატმა ოფირიდან ოქროს მოსატანად, მაგრამ არ მიუღწევიათ, რადგან ყეციონ-გაბერში დაილეწა ხომალდები. 49 მაშინ უთხრა ახაზია ახაბის ძემ იოშაფატს: „იარონ ჩემმა მსახურებმა შენს მსახურებთან ერთად ხომალდებით.” და არ დაეთანხმა იოშაფატი. 50 და განისვენა იოშაფატმა თავის მამებთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის, მამამისის, ქალაქში და გამეფდა იორამი, მისი ძე, მის ნაცვლად. 51 ახაზია ახაბის ძე გამეფდა ისრაელზე სამარიაში იოშაფატის იუდას მეფის, მეჩვიდმეტე წელს და იმეფა ისრაელზე ორი წელი. 52 ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, და დადიოდა მამამისის გზაზე და დედამისის გზაზე, და იერობყამ ნაბატის ძის გზაზე, რომელმაც აცთუნა ისრაელი. 53 და ემსახურებოდა ბაყალს და თაყვანს სცემდა მას, და განარისხა უფალი, ისრაელის ღმერთი, როგორც მამამისი აკეთებდა.
თავი ოცდამეერთე                                                                                                                                           4 მეფეთა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close