3 მეფეთა 2:1-9

By
მარტი 10, 2015
1 და როცა მოახლოვდა დავითის სიკვდილის დღეები, ეს უანდერძა მან თავის ძეს, სოლომონს: 2 „მე მივდივარ მთელი ქვეყნიერების გზით, განმტკიცდი და მამაცად იყავი; 3 და ემსახურე უფალს, შენს ღმერთს, იარე მის გზებზე, დაიცავი მისი წესები, მისი მცნებანი, მისი სამართალი, მისი მოწმობანი, როგორც წერია მოსეს რჯულში, რათა ხელი მოგემართოს ყველაფერში, რასაც გააკეთებ, და ყველგან, საითკენაც პირს იზამ; 4 რათა აღასრულოს უფალმა ჩემზე ნათქვამი თავისი ყოველი სიტყვა, რომ თუ შენი ძენი დაიცავენო თავიანთ გზას და ჭეშმარიტებით და მთელი გულითა და სულით ივლიან ჩემს წინაშე, არ დაილევაო შენიანი კაცი ისრაელის ტახტზე. 5 შენც იცი, რა გამიკეთა იოაბმა, ცერუიას ძემ; რა გაუკეთა ისრაელის ლაშქრის ორ სარდალს: აბნერ ნერის ძესა და ყამასა იეთერის ძეს; როგორ დახოცა ისინი და მშვიდობის დროს ბრძოლის სისხლი დაღვარა, და უბრალო სისხლით დაისვარა თავისი სარტყელი და ხამლნი. 6 სიბრძნით მოიქეცი და მშვიდობით ნუ ჩაუშვებ მის სიბერეს შავეთში. 7 ხოლო ბარზილაი გალაადელის შვილებს წყალობა მიაგე, თანამეინახეებად გყავდეს, რადგან ახლობლობა ჰქონდათ ჩემთან, როცა შენს ძმას, აბესალომს გავურბოდი. 8 აჰა, შენთან არის შიმეყი, გერას ძე, ბახურიმელი ბენიამინის ძეთაგანი; ის იყო, მწარედ რომ მწყევლიდა, როცა მახანაიმში მივდიოდი; მაგრამ ის იორდანეზე ჩამოვიდა ჩემს შესაგებებლად, და მეც უფლის სახელით შევფიცე და ვუთხარი, მახვილით არ მოგკლავ-მეთქი. 9 შენ კი ნუ დატოვებ დაუსჯელს, რადგან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე, რათა სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანო შავეთში.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close