6 რაკი სამართლიანია ღმერთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს, 7 თქვენ კი, შეჭირვებულებს – შვება ჩვენთან ერთად, როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან თავისი ძლიერების ანგელოზებით 8 და ცეცხლის ალით, და იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალი იესოს სახარებას, 9 ისინი სასჯელად მიიღებენ მარადიულ დაღუპვას უფლის პირისაგან და მისი ძლიერების დიდებისაგან, 10 როდესაც მოვა ის, რათა განდიდდეს თავის წმიდებს შორის და საკვირველად გამოჩნდეს ყველა მორწმუნეში იმ დღეს; რადგან თქვენ იწამეთ ჩვენი მოწმობა.