მეორე რჯული 29:18-21

By
იანვარი 16, 2014
18 ნუ იქნება თქვენს შორის კაცი ან დედაკაცი, ან საგვარეულო, ან ტომი, რომლის გულიც მიიქცევა დღეს უფლისაგან, ჩვენი ღმერთისაგან, რათა წავიდეს და ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს. ნუ იქნება თქვენს შორის ფესვი შხამისა და აბზინდის გამომღები, 19 ისეთი კაცი, რომელიც როცა მოისმენს ამ წყევლის სიტყვებს, გულში თავს იკურთხებს და იტყვის: „მშვიდობა მექნება, თუმცა ჩემი გულის ნებაზე დავდივარ”, და ამგვარად დარწყულებული მწყურვალთან ერთად დაიღუპება. 20 არ ინდომებს უფალი მის პატიებას, რადგან აღეგზნება მაშინ უფლის რისხვა და მისი შური იმ კაცზე, და ეწევა მას ყოველი წყევლა, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი, და წაშლის უფალი მის სახელს ცისქვეშეთიდან. 21 და გამოაცალკევებს მას უფალი დასაღუპად ისრაელის ყველა ტომიდან, ამ რჯულის წიგნში ჩაწერილი აღთქმის ყოველი წყევლის თანახმად.

კომენტარის დატოვება

Close
Close