53 და შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ვაჟებისა და ასულების ხორცს, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყაში და იწროებაში, რომლითაც შეგავიწროვებს შენი მტერი. 54 შენს შორის ნაფოფინები და ძალზე ნანებივრები კაცი უმოწყალოდ დაუწყებს ყურებას თავის ძმას, თავის უბესთან მყოფ ცოლს და თავის დანარჩენ შვილებს, რომლებიც მას შერჩება. 55 არ მისცემს არც ერთ მათგანს თავისი შვილების ხორცს, რომელსაც ჭამს, რადგან არ დარჩება მას არაფერი ალყასა და იწროებაში, რომლითაც შეგავიწროვებს შენი მტერი ყველა შენს კარიბჭეში. 56 განაზებული და ნანებივრები ქალი შენს შორის, რომელსაც არ უცდია თავისი ფეხის ტერფის მიწაზე დაკარება, ნებივრობისა და სინაზის გამო, უწყალოდ შეხედავს თავის უბესთან მყოფ ქმარს, თავის ძეს და თავის ასულს, 57 და თავის მომყოლს, რომელიც გამოდის მის ფეხებს შორის, და თავის შვილებს, რომელთაც გააჩენს, რადგან ფარულად შეჭამს ყველაფერს გაჭირვებისას, ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროვებს შენ მტერი შენს კარიბჭეებში.