12 თუ მოგეყიდოს ებრაელი, ქალი ან კაცი, გემსახუროს ექვსი წელი, და მეშვიდე წელს კი გაათავისუფლე შენგან. 13 და როცა გაათავისუფლებ შენგან, არ გაუშვა ხელცარიელი: 14 დაასაჩუქრე შენი ფარიდან, შენი კალოდან და შენი საწნახლიდან. რითაც გაკურთხა უფალმა, შენმა ღმერთმა, მიეცი მას. 15 გახსოვდეს, რომ შენც მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა. ამისათვის გიბრძანებ ამ სიტყვას დღეს.