14 თვალები სავსე აქვთ მრუშობით და განუწყვეტელი ცოდვით. ისინი აცდუნებენ უსუსურ სულებს, გულები გაწვრთნილი აქვთ ანგარებაში. წყევლა-კრულვის შვილნი არიან. 15 მიატოვეს სწორი გზა, დაიბნენ და დაადგნენ ბოსორელის ძის, ბალაამის გზას, რომელმაც უსამართლობის საზღაური შეიყვარა 16 და მხილებულ იქნა თავის უკეთურებაში: უტყვი სახედარი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშმაგე. 17 ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლისგან დევნილი ღრუბლები. მათთვის უკუნი წყვდიადია გამზადებული.