2 ნეშტთა 24:17-20

By
ივნისი 18, 2015
17 იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ მოვიდნენ იუდას მთავრები და თაყვანისცეს მეფეს. მაშინ გაუგონა მათ მეფემ. 18 და მიატოვეს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის, სახლი და დაუწყეს მსახურება აშერებსა და კერპებს. და განრისხდა უფალი იუდაზე და იერუსალიმზე ამ დანაშაულის გამო. 19 და მოუვლინა წინასწარმეტყველები, რათა უფალს დაბრუნებოდნენ ისინი, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ მათ. 20 ღვთის სულმა მოიცვა ზაქარია, იეჰოიადაყის ძე, მღვდელი, და შედგა იგი ხალხის წინ შემაღლებაზე და თქვა: „ასე ამბობს ღმერთი: რატომ არღვევთ უფლის მცნებებს? ამიტომ ხელი აღარ მოგემართებათ; რაკი მიატოვეთ უფალი, ისიც გტოვებთ თქვენ.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close