2 ნეშტთა 10

ივნისი 6, 2015
ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
101 და წავიდა შექემში რეხაბყამი, რადგან შექემში იყო მისული მთელი ისრაელიანობა მის გასამეფებლად. 2 როცა [ეს ამბავი] შეიტყო იერობყამ ნაბატის ძემ, რომელიც ეგვიპტეში იმყოფებოდა, სადაც სოლომონ მეფისაგან იყო გაქცეული, ეგვიპტიდან გამობრუნდა იერობყამი. 3 შეუთვალეს და დაიბარეს იგი. და მოვიდა იერობყამი და მთელი ისრაელი და ასე უთხრეს რეხაბყამს: 4 „უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა. ახლა შეგვიმსუბუქე ეს ძნელი სამუშაო და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვადო, და დაგემორჩილებით.” 5 უთხრა მათ: „წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან.” და წავიდა ხალხი. 6 რჩევა ჰკითხა მეფე რეხაბყამმა უხუცესებს, რომლებიც მამამისს, სოლომონს, ახლდნენ მის სიცოცხლეში, და უთხრა: „როგორ მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?” 7 და ელაპარაკნენ მას. უთხრეს: „თუ კეთილი იქნები ამ ხალხისათვის, აამებ მათ და კეთილ სიტყვებს ეტყვი, მაშინ სამუდამოდ შენი მსახურნი იქნებიან.” 8 არ დაუგდო ყური უხუცესების რჩევას, რაც ურჩიეს, და ჰკითხა რჩევა მოყმეთ, რომლებიც მასთან იყვნენ შეზრდილნი და ემსახურებოდნენ. 9 და უთხრა მათ: „რას მირჩევთ, რა პასუხი გავცე მაგ ხალხს, რომ მეუბნებიან, შეგვიმსუბუქეო მამაშენისგან დადგმული უღელი?” 10 და ელაპარაკნენ მოყმენი, მასთან რომ იყვნენ შეზრდილნი, და ურჩიეს: „ასე უთხარი იმ ხალხს, რომელიც გეუბნება: უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა და შენ უნდა შეგვიმსუბუქოო, ასე უთხარი მათ: მამაჩემის წელზე მსხვილია-თქო ჩემი ნეკა თითი. 11 ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კი უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!” 12 და მივიდნენ იერობყამი და მთელი ხალხი მესამე დღეს რეხაბყამთან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს, სამი დღის შემდეგ მოდითო ჩემთან. 13 და მკაცრად უპასუხა მეფემ ხალხს, ყური არ ათხოვა მეფე რეხაბყამმა უხუცესთა რჩევას. 14 მოყმეთა რჩევისამებრ ელაპარაკა მათ, უთხრა: „ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ! ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით.” 15 არ შეიწყნარა მეფემ ხალხის სათხოვარი, რადგან ასეთი იყო ღვთის ნება, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერობყამ ნაბატის ძისათვის, ახია შილონელის პირით. 16 და როცა დაინახა მთელმა ისრაელმა, რომ არ უსმინა მათ მეფემ, მაშინ სიტყვა შეუბრუნა ხალხმა მეფეს და უთხრა: „რა წილი გვიდევს დავითში? რა თქვენ-თქვენი კარვებისაკენ, ისრაელო!მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისაგან? ახლა შენ მიხედე შენ სახლს, დავით!” და წავიდ-წამოვიდა თავ-თავის კარვებში ისრაელი. 17 მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელის ძეებზე შერჩა მეფობა რეხაბყამს. 18 და გაგზავნა მეფე რეხაბყამმა ჰადორამი, ხარკის ამკრებთა უფროსი, მაგრამ ქვებით ჩაქოლეს ისრაელის ძეთ და მოკვდა იგი. მაშინ სასწრაფოდ ახტა მეფე რეხაბყამი ეტლზე და იერუსალიმში გაიქცა. 19 და განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა დღემდე.
თავი მეცხრე                                                                                                                         თავი მეთერთმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close