2 მეფეთა 23:13-17

By
მარტი 10, 2015
13 და ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათ მეთაურთაგანნი და მივიდნენ დავითთან ყადულამის მღვიმეში ალოობისას, ხოლო ფილისტიმელთა ურდოები რეფაიმის ველზე იყვნენ დაბანაკებულნი. 14 დავითი მაშინ კლდის სიმაგრეში იყო, ხოლო ფილისტიმელების მეციხოვნეები ბეთლემში იდგნენ. 15 და მოსწყურდა დავითს და თქვა: „ვინ შემასმევს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?“ 16 და გაარღვია ამ სამმა მოყმემ ფილისტიმელთა ბანაკი, და ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მიუტანეს დავითს, მაგრამ მან არ ინდომა მისი შესმა და უფლის წინაშე დაღვარა. 17 და თქვა: „შორს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც შემესვას ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ!“ და არ ინდომა დავითმა წყლის შესმა. ეს საქმეები ჰქონდათ ჩადენილი ამ სამ მოყმეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close