2 მეფეთა 23:1-7

By
მარტი 10, 2015
1 ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები, რომელნიც წარმოთქვა დავითმა, იესეს ძემ, კაცმა მაღლით დადგინებულმა, იაკობის ღვთის ცხებულმა და ისრაელის ტკბილხმოვანმა მგალობელმა: 2 „უფლის სული მეტყველებს ჩემი პირით; და ჩემს ენაზეა მისი სიტყვა. მითხრა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იხელმწიფებსო ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს 4 და იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, ნათება ნაწვიმარზე, მიწიდან აბიბინებული ბალახი. 5 განა ასეთი არ არის ჩემი სახლი ღმერთის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ მოდის ჩემი შველა? განა მისით არ მისრულდება ჩემი ნატვრა? 6 უკეთურნი ეკლებივით აღმოიფხვრებიან, ხელით რომ არ აიღება. 7 ახლოს მიმსვლელს რკინა უნდა ეჭიროს და შუბის ტარი, ცეცხლში ამოიბუგებიან ადგილზევე, სადაც ყრიან.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close