6 დიდად სასარგებლოა ღვთისმოსაობა და მცირედით კმაყოფილება. 7 რადგან არაფერი მოგვიტანია ქვეყნად და ვერც ვერაფერს წავიღებთ. 8 ამიტომ თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას. 9 ხოლო გამდიდრების მსურველნი განსაცდელსა და მახეში ვარდებიან, მრავალ უგუნურ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც განადგურებისა და დაღუპვისაკენ უბიძგებენ ადამიანს. 10 რადგან ყოველი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი აწვნიეს.