1 ტიმოთეს 3:8-13

By
მარტი 12, 2015
8 დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარნი, 9 რათა წმიდა სინდისით ინახავდნენ რწმენის საიდუმლოებას. 10 ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და მერე, თუ უბიწონი იქნებიან, იმსახურონ. 11 ასევე მათი ცოლებიც უნდა იყვნენ პატიოსნები, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში ერთგულნი. 12 დიაკვანიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კარგი განმგებელი. 13 ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთთვის იმზადებენ კეთილ პატივს და დიდ სიმტკიცეს ქრისტე იესოს რწმენაში.

კომენტარის დატოვება

Close
Close