1 თესალონიკელთა 5:14-22

By
აგვისტო 30, 2014
14 შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, გაამხნევეთ სულმოკლენი, შეეწიეთ უძლურთ, სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ. 15 გაფრთხილდით, არ მიაგოთ ერთმანეთს ბოროტის წილ ბოროტი, არამედ მუდამ ეცადეთ სიკეთე უყოთ ერთმანეთს და ყველას. 16 მუდამ ხარობდეთ, 17 განუწყვეტლივ ილოცეთ, 18 ყველაფერში მადლიერნი იყავით, რადგან ეს არის თქვენს მიმართ ღმერთის ნება ქრისტე იესოში. 19 სულს ნუ ჩააქრობთ, 20     წინასწარმეტყველებებს ნუ შეურაცხჰყოფთ; 21 ყველაფერი გამოსცადეთ, კარგი შეინარჩუნეთ, 22 ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close