ძველი აღთქმა
1 ნეშტთა
1 ნეშტთა
31 ესენი იყვნენ დავითის ძენი, რომლებიც ხებრონში შეეძინენ მას: პირმშო ყამნონი, ახინოყამ იზრეყელელისგან, მეორე – დანიელი, აბიგაილ ქარმელელისაგან. 2 მესამე – აბესალომი, გეშურის მეფე თალმაის ასულის, მაყაქას ვაჟი. მეოთხე – ადონია, ხაგითის ვაჟი. 3 მეხუთე – შეფატია, აბიტალისაგან, მეექვსე – ითრაყამი, ყეგლასგან, თავისი ცოლისაგან. 4 ექვსნი შეეძინენ მას ხებრონში. შვიდი წელი და ექვსი თვე იქ იმეფა, ოცდაცამეტი წელი კი იერუსალიმში. 5 ესენი შეეძინენ იერუსალიმში: შიმყა, შობაბი, ნათანი, სოლომონი – ოთხნი, ბათ-შუაყისგან, ყამიელის ასულისაგან. 6 იბხარი, ელიშამაყი, ელიფალეტი, 7 ნოგა, ნეფეგი, იაფიაყი, 8 ელიშამაყი, ელიადაყი, ელიფელეტი – ცხრანი. 9 სულ ესენი არიან დავითის ძენი, ხარჭების ძეთა გარდა. თამარიც მათი და იყო. 10 სოლომონის ძე რეხაბყამი, მისი ძე აბია, მისი ძე ასა, მისი ძე იოშაფატი, 11 მისი ძე იორამი, მისი ძე ახაზიაჰუ, მისი ძე იოაში, მისი ძე ამაციაჰუ, 12 მისი ძე ყაზარია, მისი ძე იოთამი, 13 მისი ძე ახაზი, მისი ძე ხიზკიაჰუ, მისი ძე მენაშე, 14 მისი ძე ამონი, მისი ძე იოშიაჰუ. 15 იოშიაჰუს ძენი: პირმშო – იოხანანი, მეორე – იეჰოიაკიმი, მესამე – ციდკიაჰუ, მეოთხე – შალუმი. 16 იეჰოიაკიმის ძენი: მისი ძე იექონია, მისი ძე ციდკიაჰუ. 17 იექონიას ძენი: ასირი, მისი ძე შეალთიელი, 18 მალქირამი, ფედაია, შენაცარი, იეკამია, ჰოშამაყი, ნედაბია. 19 ფედაიას ძენი: ზერუბაბელი, შიმყი. ზერუბაბელის ძენი: მეშულამი, ხანანია, მათი და შელომითი, 20 ხაშუბა, ოჰელი, ბერექია, ხასადია, და იუშაბ-ხესედი – ხუთნი. 21 ხანანიას ძენი: ფელატია და ესაია, რეფაიას ძენი, არნანის ძენი, ყობადიას ძენი, შექანიას ძენი. 22 და შექანიას ძე შემაყია. შემაყიას ძენი:ხატუში, იგეალი, ბარიახი, ნეყარია, შაფატი – ექვსნი. 23 ნეყარიას ძენი: ელიოყენაი, ხიზკია, ყაზრიკამი – სამნი. 24 ელიოყენაის ძენი: ჰოდავიაჰუ, ელიაშიბი, ფელაია, ყაკუბი, იოხანანი, დელაია, ყანანი – შვიდნი.