1 ნეშტთა 1

By
მაისი 25, 2015
ძველი აღთქმა
1 ნეშტთა

11 ადამი, შეთი, ენოში, 2 კენანი, მაჰალალელი, იარედი, 3 ხანოქი, მეთუშელახი, ლამექი, 4 ნოე, სემი, ქამი, იაფეთი. 5 იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი. 6 გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა. 7 იავანის ძენი: ელიშა, თარშიშა, ქითიმი და როდანიმი, 8 ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანანი. 9 ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა, საბთექა. რაყმას ძენი: შება და დედანი. 10 ქუშმა შვა ნიმროდი. მან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე. 11 მიცრაიმმა შვა ლუდელნი და ყანამელნი, ლეჰაბელნი და ნაფთუხელნი, 12 ფათრუსელნი და ქასლუხელნი, რომელთაგანც ფილისტიმელები და ქაფთორელნი გამოვიდნენ. 13 ქანაანმა შვა ციდონი, თავისი პირმშო, და ხეთი. 14 იებუსელნი, ამორეველნი, გირგაშელნი, 15 ხიველნი, ყარკელნი, სინელნი, 16 არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. 17 სემის ძენი: ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი, არამი, ყუცი, ხული, გეთერი და მეშექი. 18 არფაქშადმა შვა შელახი, შელახმა შვა ყებერი. 19 ყებერს ორი ვაჟი შეეძინა. ერთის სახელი იყო ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მისი ძმის სახელი იყო იოკტანი. 20 იოკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარ-მავეთი, იარახი, 21 ჰადორამი, უზალი, დიკლა, 22 ღებალი, აბიმაელი, შება, 23 ოფირი, ხავილა, იობაბი; ყველა ესენი იოკტანის ძენი არიან. 24 სემი, არფაქშადი, შელახი, 25 ყებერი, ფელეგი, რეღუ, 26 სერუგი, ნახორი, თერახი. 27 აბრამი, იგივე აბრაამი. 28 აბრაამის ძენი: ისაკი და ისმაელი. 29 ეს არის მათი მოდგმა: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, კედარი, ადბეელი, მიბსამი, 30 მიშმაყი, დუმა, მასა, ხადადი, თემა, 31 იეტური, ნაფიში და კედემა. ესენი არიან ისმაელის ძენი. 32 კეტურას, აბრაამის ხარჭის, ძენი:მან შვა ზიმრანი, იაკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი. იაკშანის ძენი: შება და დედანი. 33 მიდიანის ძენი: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ყველა ესენი კეტურას ძენი არიან. 34 აბრაამმა შვა ისაკი. ისაკის ძენი: ესავი და ისრაელი. 35 ესავის ძენი: ელიფაზი, რეღუელი, იეყუში, იაყლამი და კორახი. 36 ელიფაზის ძენი: თემანი, ომარი, ცეფი, გაყთამი, კენაზი, თიმნაყი, ყამალეკი. 37 რეღუელის ძენი: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა 38 სეყირის ძენი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა, დიშონი, ეცერი და დიშანი. 39 ლოტანის ძენი: ხორი, ჰომამი. ლოტანის და იყო თიმნაყი. 40 შობალის ძენი: ყალიანი, მანახათი, ღებალი, შეფი, ონამი. ციბყონის ძენი: აია და ყანა. 41 ყანას ძე: დიშონი. დიშონის ძენი: ხამრანი, ეშბანი, ითრანი, ქერანი. 42 ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი, იაყაკანი. დიშონის ძენი: ყუცი და არანი. 43 აჰა, ის მეფენი, ედომის ქვეყნად რომ მეფობდნენ, ვიდრე ისრაელის ძეთა შორის გამეფდებოდა მეფე ბელაყი, ძე ბეყორისა. მისი ქალაქის სახელი იყო დინჰაბა. 44 და მოკვდა ბელაყი და მის ნაცვლად გამეფდა იობაბ ზერახის ძე – ბოცრელი. 45 და მოკვდა იობაბი და მის ნაცვლად გამეფდა ხუშამი – თემანის ქვეყნიდან. 46 და მოკვდა ხუშანი და მის ნაცვლად გამეფდა ჰადად ბედადის ძე, რომელმაც მოაბის ველზე მიდიანელნი გაანადგურა. მისი ქალაქის სახელი იყო ყავითი. 47 და მოკვდა ჰადადი და მის ნაცვლად სამლა მასრეკელი გამეფდა. 48 და მოკვდა სამლა და მის ნაცვლად შაული გამეფდა – მდინარისპირა რეხობოთიდან. 49 და მოკვდა შაული და მის ნაცვლად ბაყალ-ხანანი გამეფდა, ყაქბორის ძე. 50 და მოკვდა ბაყალ-ხანანი და მის ნაცვლად ჰადადი გამეფდა. მისი ქალაქის სახელი იყო ფაყი. სახელი მისი ცოლისა მეჰეტაბელი, ასული მატრედისა, ასული მე-ზაჰაბისა. 51 და მოკვდა ჰადადი. ედომის მთავრები იყვნენ: მთავარი თიმნაყი, მთავარი ყალია, მთავარი იეთეთი, 52 მთავარი ოჰოლიბამა, მთავარი ელა, მთავარი ფინონი, 53 მთავარი კენაზი, მთავარი თემანი, მთავარი მიბცარი, 54 მთავარი მაგდიელი, მთავარი ყირამი. ესენი იყვნენ ედომის მთავრები.

4 მეფეთა
                                                                                                                                                       თავი მეორე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close