1 და ქალები, ვინც კი იყვნენ, დიდიდან პატარამდე, არვინ მოუკლავთ, მხოლოდ ტყვედ წაასხეს და წავიდნენ თავიანთი გზით. 2 და მივიდნენ დავითი და მისი კაცები ქალაქში და ხედავენ: გადამწვარია ქალაქი, დედა-წული ტყვედ არის წაყვანილი. 3 და გამართეს მოთქმა დავითმა და მისმა ხალხმა და ტიროდნენ, ვიდრე ძალი შესწევდათ.