1 მეფეთა 2:22-25

By
თებერვალი 5, 2016
22 ძალზე მოხუცდა ყელი. ესმოდა ყველაფერი, როგორ ექცეოდნენ მისი შვილები მთელს ისრაელს, რომ წვებოდნენ იმ ქალებთან, ვინც საკრებულო კარვის კართან სამსახურს ეწეოდა. 23 ეუბნებოდა მათ: „რატომ აკეთებთ ამას? ხალხისგან ხმები მესმის თქვენი უკეთურების ამბავი. 24 ნუ იზამთ, შვილებო! ცუდი ხმები მესმის. გზიდან აცდენთ უფლის ერს. 25 თუ კაცმა კაცს შესცოდა, მოსამართლეა ქომაგი. თუ უფალს შესცოდა კაცმა, ვინ გამოექომაგება?” არ ისმინეს მამის სიტყვა, რადგან ინება უფალმა მათი დაღუპვა.

კომენტარის დატოვება

Close
Close