1 ილოცა ხანამ და თქვა: „გამხიარულდა ჩემი გული უფლის წყალობით და ღვთის წყალობით რქა ამიმაღლდა. გამეხსნა ბაგე მტრების წინააღმდეგ, რადგან გავიხარე შენი შეწევნით. 2 არავინ არის უფალივით წმიდა, რადგან არავინ არის ღმერთივით მფარველი. 3 აღარ ილაპარაკებთ ქედმაღლურად, აღარ გამოვა თავხედური სიტყვები თქვენი ბაგიდან, რადგან ყოვლისმცოდნე ღმერთია უფალი, ყოველი საქმე მას აბარია.