1 მეფეთა 17:44-46

By
იანვარი 15, 2014
44 და უთხრა ფილისტიმელმა დავითს: „ახლოს მოდექი, რომ ცის ფრინველებს და ველის მხეცებს მივცე შენი გვამი.” 45 და უთხრა დავითმა ფილისტიმელს: „შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი. 46 დღეს ჩაგაგდებს უფალი ჩემს ხელში და დაგამარცხებ, და თავს მოგაცლი, ფილისტიმელთა ბანაკის გვამებს კი ცის ფრინველთ და მიწის მხეცებს მივცემ დღეს, და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი.

კომენტარის დატოვება

Close
Close