13 ახლა, აჰა, აქ არის თქვენი მეფე, რომელიც აირჩიეთ და მოითხოვდით; აჰა, მოგცათ უფალმა მეფე. 14 თუ გექნებათ უფლის შიში, თუ ემსახურებით მას, თუ შეისმენთ მის ხმას და წინ არ აღუდგებით მის ბრძანებებს, თუ თქვენცა და თქვენი მეფეც, თქვენზე რომ ხელმწიფებს, მიჰყვებით უფალს, თქვენს ღმერთს, უფლის ხელი აღარ აღიმართება თქვენს წინააღმდეგ. 15 თუ არ შეისმენთ უფლის ხმას და წინ აღუდგებით უფლის ბრძანებებს, უფლის ხელი იქნება თქვენი და თქვენი მამების წინააღმდეგ.