1 კორინთელთა 12:14-20

By
მარტი 3, 2015
14 ვინაიდან სხეულიც ერთი ასო კი არ არის, არამედ ბევრი. 15 ფეხმა რომ თქვას: მე ხელი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? 16 ანდა ყურმა რომ თქვას: მე თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? 17 თუ მთელი სხეული თვალია, სადღაა სმენა? თუ ყველაფერი სმენაა, სადღაა ყნოსვა? 18 და აჰა, ღმერთმა განალაგა ასოები სხეულში – თითოეული მათგანი, როგორც ნებავდა. 19 და ყველა რომ ერთი ასო იყოს, სადღა იქნება სხეული? 20 აჰა, ასოები ბევრია, სხეული კი ერთი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close