1 ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღმერთის შვილები, და ვართ კიდეც. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი. 2 საყვარელნო, ახლა ღმერთის შვილები ვართ, ოღონდ ჯერ არ გამოჩენილა, რანი ვიქნებით. ვიცით, რომ როცა ის გამოჩნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც ის არის.