ფსალმუნები 34:28
ჩემი ენა კი შენს სიმართლეზე ილაპარაკებს და გაქებს მთელს დღეს.|
ფსალმუნები 70:6
დედის მუცლიდანვე შენზე ვიყავი დანდობილი, შენ გამომიყვანე დედის საშოდან; მუდამ შენ გეკუთვნის ჩემი ხოტბა.
ფსალმუნები 144:1
აღგამაღლებ ღმერთო, მეფევ ჩემო და უკუნითი უკუნისამდე ვაკურთხებ შენს სახელს.
გამოცხადება 4:8
ამ ოთხი ცოცხალი არსებიდან თითოეულს ექვსი ფრთა ასხია, ირგვლივ და შიგნიდან თვალებით არიან სავსენი; არც დღისით, არც ღამით არა აქვთ მოსვენება; ამბობენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა”.
გამოცხადება 5:13
და გავიგონე, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში და დედამიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია, ამბობდა: “ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება და ხელმწიფება უკუნითი უკუნისამდე”.