მთავარითემები „უ"უწვიმობა

უწვიმობა

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 5:6
    გავაუდაბურებ მას, არ გაიმარგლება და არ გაითოხნება იგი; გაიზრდება ნარ-ეკლად და ვუბრძანებ ღრუბლებს არ აწვიმონ მასზე წვიმა.
  2. იგავნი 25:14
    რაღა ფუჭი საჩუქრებით მოტრაბახე კაცი და რაღა უწყლო ღრუბლები და ქარი.
  3. დაბადება 27:39
    მიუგო ისაკმა, მამამისმა: „ნოყიერი მიწისაგან შორს იყოს შენი სამკვიდრებელი, შორს ცის ცვარისაგან.
  4. 2 მეფეთა 1:21
    რც განგმირულთა უსისხლოდ და არც ვაჟკაცთა ხორცის დაუგლეჯად უკან არ დაბრუნებულა იონათანის მშვილდი; ფუჭად არ დაბრუნებულა საულის მახვილი!
  5. 3 მეფეთა 8:35
    როცა დაიხშობა ზეცა და აღარ იქნება წვიმა, იმის გამო, რომ შემოგცოდეს; თუ ილოცებენ ამ ადგილზე, შენს სახელს აღიარებენ და მობრუნდებიან თავისი ცოდვებისგან, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი,
  6. იაკობის 5:17
    ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა და არ უწვიმია ქვეყნად სამ წელსა და ექვს თვეს.
  7. ლუკას 4:25
    ჭეშმარიტებით გეუბნებით თქვენ, მრავალი ქვრივი იყო ისრაელში ელიას დროს, როცა დაიხშო ცა სამ წელიწადსა და ექვს თვეს ისე, რომ დიდი შიმშილობა იყო მთელ ქვეყანაზე.
  8. გამოცხადება 11:6
    მათ აქვთ ცის დაკეტვის ხელმწიფება, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში; ასევე აქვთ ხელმწიფება წყლებზე, რომ სისხლად აქციონ და შემუსრონ დედამიწა ყოველგვარი წყლულებით, როცა კი მოისურვებენ.
  9. იერემია 3:3
    უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: წყეულია კაცი, რომელიც არ შეასრულებს ამ აღთქმის სიტყვებს,
  10. ეზეკიელი 22:24
    ძეო კაცისავ! უთხარი მას: განუწმედავი მიწა ხარ, არც წვიმით დანამულხარ მრისხანების დღეს.
  11. ზაქარია 14:17
    თუ ვინმე დედამიწის ტომთაგან არ ავა იერუსალიმს მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვების დღესასწაულის საზეიმოდ, არ იქნება წვიმა მათზე.
  12. ზაქარია 14:18
    და თუ ეგვიპტის სახლეული არ ავა და არ შევა, არც მათზე იქნება წვიმა და ეწევა სენი, რომელსაც დაუშვებს უფალი იმ ხალხებზე, რომლებიც არ ავლენ, რათა იზეიმონ კარვების დღესასწაული.
  13. ანგია 1:10
    ამიტომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ - მოსავალი.

← ყველა თემა „უ"-ზე

Close
Close