უმწეობა ბიბლიური ციტატები

ლუკას 13:11
და აჰა, დედაკაცი, რომელიც თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით იყო შეპყრობილი; დაკრუნჩხული, წელში ვერ იმართებოდა.

რომეალეთა 5:6
რადგან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განსაზღვრულ დროს მოკვდა უღმრთოთათვის.

იოანე 5:7
მიუგო ავადმყოფმა: „უფალო, არავინა მყავს, წყლის ამღვრევისას რომ აუზში ჩამიშვას. ჩემს მისვლამდე სხვა ჩადის”.

იოანეს 6:44
არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა არ მოიყვანა; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.

იოანეს 15:5
მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.

საქმეები 3:2
იყო კაცი ვინმე, დედის მუცლიდანვე დავრდომილი. ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ ტაძრის „მშვენიერად” წოდებულ კართან, რათა ტაძარში შემომსვლელებისთვის მოწყალება ეთხოვა.

რომაელთა 7:18
ინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ მკვიდრობს კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა!

ფსალმუნები 9:12
რადგან ის მოიკითხავს მათ სისხლს, ახსოვს ისინი, არ დავიწყებია ჩაგრულთა გოდება.

იგავები 31:8-9
გახსენი პირი დამუნჯებულისთვის და ყოველი განწირულის დასაცავად, გახსენი პირი, განსაჯე სამართლიანად და დაიცავი გლახაკთა და გაჭირვებულთა უფლებები.

იობი 6:13
აღარც რაიმე ძალა შემრჩა ჩემში და ყოველგვარი შეწევნაც გამშორდა.

იობი 16:6
თუ ვილაპარაკებ, ტკივილი არ დამიამდება, თუ დავდუმდები განა გამშორდება?

ფსალმუნი 17:6
გასაჭირში ვუხმობდი უფალს და შევღაღადებდი ჩემს ღმერთს. ისმინა ჩემი ხმა თავის ტაძარში და მის ყურს მისწვდა ჩემი ღაღადი.

ესაია 64:6
უწმიდურივით გავხდით ყველანი და ყოველი ჩვენი მართალი საქმე ბინძური სამოსელივითაა; ფოთოლივით დავჭკნით ყველანი და ქარივით წაგვიღებს ჩვენი უმართლობა.