უმანკოების მაგალითები ბიბლიის მუხლები

დაბადება 2:25
ორივენი შიშვლები იყვნენ, ადამი და მისი დედაკაცი და არ რცხვენოდათ.

1 პეტრეს 2:22
რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა დასცდენია მის ბაგეს;

ესაია 53:9
ბოროტმოქმედებთან მიუჩინეს საფლავი, თუმცა მდიდართან იყო სიკვდილისას; რადგან ძალადობა არ ჩაუდენია და არც მზაკვრობა ყოფილა მის ბაგეზე.

მათეს 27:19
სამსჯავროს ტახტზე რომ იჯდა, ცოლმა შეუთვალა: „არაფერი დაუშავო მაგ მართალს, ვინაიდან ბევრი ვიტანჯე დღეს სიზმრად მაგის გამო”.

ლუკას 23:41
ჩვენ სამართლიანად დავისაჯეთ, ვინაიდან რასაც ვაკეთებდით, იმის საკადრისი მივიღეთ, მაგას კი ცუდი არაფერი ჩაუდენია”.

იოანეს 8:46
რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არ გწამთ ჩემი?

2 კორინთელთა 5:21
ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენ გამო, რათა ჩვენ გავხდეთ ღმერთის სიმართლე მასში.

ებრაელთა 4:15
ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენს უძლურებაში, ის ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.

1 იოანეს 3:4-5
ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის; ცოდვა – ურჯულოებაა. ხოლო თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და მასში არ არის ცოდვა.

იობი 9:21
უმწიკვლო ვარ, მაგრამ არად ვაგდებ ჩემს თავს: სიცოცხლე მომძულდა.

1 იოანეს 1:47
იესომ მისკენ მიმავალი ნათანაელი რომ დაინახა, თქვა: „აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიანი, ვისშიც არ არის მზაკვრობა”.

დაბადება 9:6
ეს არის ნოეს ამბავი. მართალი, უმწიკვლო კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთის გზებით დადიოდა იგი.

2 მეფეთა 11:6-13
შეუთვალა იოაბს დავითმა: „გამომიგზავნე ურია ხეთელი”. იოაბმაც გამოუგზავნა. მივიდა ურია მასთან და გამოჰკითხა დავითმა იოაბის, ჯარისა და ომის ამბავი. უთხრა დავითმა ურიას: „წადი სახლში და ფეხები დაიბანე”. გავიდა ურია დავითის სახლიდან და მეფის ძღვენი გააყოლეს უკან. მაგრამ ურიამ ის ღამე მეფის სახლის კართან გაათია, თავისი ბატონის მსახურებთან ერთად, სახლში არ წასულა ურია. უთხრეს დავითს, „სახლში არ წავიდა ურია”. ჰკითხა დავითმა: „ხომ ნამგზავრი იყავი? სახლში რატომ არ წახვედი?” უთხრა ურიამ დავითს: „როცა უფლის კიდობანი, ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის მსახურნი ველზე ბანაკობენ, როგორ წავიდე სახლში, როგორ ვჭამო და ვსვა, როგორ დავწვე ცოლთან? შენ თავს ვფიცავ, ვერ მოვიქცევი ასე!” უთხრა დავითმა ურიას: „დღესაც დარჩი და ხვალ გაგაგზავნი”. და დარჩა ურია იერუსალიმში იმ დღეს და მეორე დილას. მოიპატიჟა ურია დავითმა, ჭამა და სვა მის წინაშე. დაათრო დავითმა ურია. და გამოვიდა საღამოს თავისი ბატონის მსახურებთან დასაწოლად, სახლში არ წავიდა.

დანიელი 6:22
თავისი ანგელოზი წარმოგზავნა ჩემმა ღმერთმა, რომელმაც პირები დაუხშო ლომებს; არაფერი უვნიათ ჩემთვის, ვინაიდან სუფთა აღმოვჩნდი მის წინაშე და არც შენ წინაშე ჩამიდენია დანაშაული!”

2 კორინთელთა 7:10-11
ვინაიდან ღვთის გულისთვის დანაღვლიანება წარმოშობს მონანიებას გადასარჩენად, რაც არ გახდება სანანებელი, ხოლო ქვეყნიერების ნაღველი სიკვდილს წარმოშობს. ვინაიდან ღვთის გულისთვის რომ დანაღვლიანდით, ნახეთ, რამდენი რამ წარმოშვა თქვენში: როგორი სიბეჯითე, როგორი მონდომება, როგორი გულისწყრომა, როგორი შიში, როგორი სურვილი, როგორი მოშურნეობა, როგორი შურისგება! და ყველაფერში აჩვენეთ, რომ სუფთანი ხართ ამ საქმეში.

დაბადება 3:1-13
ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: „ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?” უპასუხა ქალმა: „ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა. მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა – არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”. უთხრა გველმა ქალს: „არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”. და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა. აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს. მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის. მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: „სადა ხარ?” მიუგო ადამმა: „შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”. „ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?” უთხრა ადამმა: „შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”. უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: „ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: „გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”.

ესაია 5:22-23
ვაი ძლიერთ ღვინის სმაში და ძლევამოსილთ მის ჩამოსხმაში! ქრთამით დამნაშავის გამმართლებელთ და ალალ-მართალთათვის სიმართლის წამრთმევთ.

1 მეფეთა 19:4-5
ელაპარაკა იონათანი საულს, მამამისს დავითის სასიკეთოდ; უთხრა: „ნუ შესცოდავს მეფე დავითთან, თავის მსახურთან, რადგან არ შეუცოდავს მას შენს წინაშე; მისი საქმენიც ფრიად სასიკეთოა შენთვის. საფრთხეში ჩაიგდო თავი, როცა ფილისტიმელს შეერკინა და დიდი ხსნა მოუვლინა უფალმა მთელ ისრაელს; შენც ნახე ეს და გაიხარე; რაღად უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლის წინააღმდეგ და უმიზეზოდ მოაკვლევინო დავითი?”

2 მეფეთა 13:1-14
ამის შემდეგ იყო: ლამაზი და ჰყავდა დავითის ძეს, აბესალომს, თამარი ერქვა სახელად. და შეუყვარდა იგი ყამნონს, დავითის ძეს. ისე იტანჯებოდა ყამნონი, რომ დასნეულდა თავისი დის, თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი და იცოდა ყამნონმა, რომ გაუძნელდებოდა მასთან რაიმეს გაკეთება. მეგობარი ჰყავდა ყამნონს, სახელად იონადაბი, შიმყას ძე, დავითის ძმისწული. ცბიერი კაცი იყო იონადაბი. უთხრა: „რა დაგემართა, დღითიდღე რომ ხმები უფლისწულო, არ მეტყვი?” და უთხრა ყამნონმა: „თამარი მიყვარს, ჩემი ძმის, აბესალომის და”. უთხრა იონადაბმა: „ლოგინში ჩაწექი, ვითომ ავად გახდი. მამაშენი რომ მოვა შენს სანახავად, უთხარი: გთხოვ, ჩემი და, თამარი მოვიდეს და პური მაჭამოს-თქო; აქვე, ჩემს თვალწინ მოამზადოს საჭმელი, რომ ჩემი თვალით დავინახო და მისი ხელიდან ვჭამო-თქო”. ჩაწვა ყამნონი, ვითომ ავად გახდა. მივიდა მეფე მის სანახავად და უთხრა ყამნონმა მეფეს: „გთხოვ, ჩემი და, თამარი მოვიდეს და ჩემს თვალწინ გამოაცხოს ნამცხვარი. მინდა მისი ხელიდან ვჭამო”. გააგზავნა დავითმა თამართან სახლში და შეუთვალა: „წადი შენი ძმის, ყამნონის სახლში და საჭმელი მოუმზადე”. მივიდა თამარი თავისი ძმის, ყამნონის სახლში. ლოგინად იწვა ყამნონი. და აიღო ქალმა ცომი, მის თვალწინ მოზილა და ნამცხვრები გამოაცხო. აიღო კეცი და წინ დაუდო, მაგრამ არ შეჭამა. თქვა ყამნონმა: „გაიყვანეთ ყველანი!” ყველა გავიდა.10მაშინ უთხრა ყამნონმა თამარს: „უკანა ოთახში გაიტანე საჭმელი, შენი ხელიდან შევჭამ”. აიღო თამარმა ნამცხვრები და უკანა ოთახში შეუტანა ყამნონს. და როცა მიაწოდა რომ ეჭამა, ხელი ჩაავლო ყამნონმა თამარს და უთხრა: „მოდი, დაწექი ჩემთან, ჩემო დაო”. მიუგო: „არა, ძმაო, ნუ მაიძულებ. არ უნდა მოხდეს ასეთი რამ ისრაელში, ნუ ჩაიდენ ამ სისაძაგლეს. სადღა გამოვჩნდე შერცხვენილი? შენც ერთი უგუნური კაცის სახელი გაგივარდება ისრაელში. ახლა გევედრები, ელაპარაკე მეფეს, არ დაგიჭერს ჩემს თავს”. მაგრამ, არ შეისმინა ყამნონმა მისი სიტყვები, დაიმორჩილა იგი, პატივი ახადა და იწვა მასთან.

ესაია 29:20-21
რადგან გადავა დაუნდობელი და გაქრება აბუჩად ამგდები, მოიკვეთებიან გულმოდგინენი ურჯულოებაში. სიტყვით რომ აცთუნებენ ადამიანს, მახეს რომ უგებენ კარიბჭესთან მამხილებელს და ამაოებისკენ ახვევინებენ მართალს.

მათეს 12:1-7
იმ ხანებში, შაბათ დღეს, ყანებზე გაიარა იესომ. მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების კრეფა და ჭამა. დაინახეს ეს ფარისევლებმა და უთხრეს: „აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რაც ნებადართული არ არის შაბათს”. იესომ უპასუხა: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მას და მის მხლებლებს მოშივდათ? როგორ შევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა საწინაშეო პური, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს; არამედ მხოლოდ და მხოლოდ მღვდლებს? ანდა არც ის ამოგიკითხავთ რჯულის წიგნში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, მაგრამ მაინც უდანაშაულონი არიან? ხოლო მე გეუბნებით თქვენ, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია. თქვენ რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, მაშინ აღარც მსჯავრს დაადებდით უდანაშაულოებს.

იაკობის 5:6
თქვენ დასდეთ მსჯავრი და მოკალით მართალი, ის კი არ შეგეწინააღმდეგათ.

იობი 34:5-6
რადგან თქვა იობმა: მართალი ვარ და ღმერთმა წამართვაო სამართალი; გამტყუნდა ჩემი სამართალი! უკურნებელია ჩემი იარა, თუმცა უდანაშაულო ვარო.

საქმეები 20:25-27
და აჰა, ახლა ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ღვთის სამეფოს ვქადაგებდი. ამიტომ გიმოწმებთ თქვენ ამ დღეს, რომ უბრალო ვარ ყველა სისხლისგან. რადგან არაფერი დამიკავებია და ღმერთის სრული ნება განგიცხადეთ.

ფსალმუნები 25:6
უბიწოებით დავიბან ხელებს და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო.

ფსალმუნები 72:13
განა, ამაოდ არ განვიწმიდეთ გულები და დავიბანეთ ხელები უდანაშაულობით?

იგავნი 16:2
კაცის ყველა გზა სუფთაა მის თვალში, მაგრამ უფალი სწონის სულებს.


მსგავსი თემები:

სწავლება უმანკოებაზე

Close
Close