უფლის სამსხვერპლო ბიბლიური ციტატები

ლევიანნი 17:6
მოაპკურებს მღვდელი სისხლს უფლის სამსხვერპლოზე საკრებულო კარვის შესასვლელთან და დააკმევს ქონს კეთილსურნელებად უფლისთვის,

მეორე რჯული 12:27
შესწირეთ სრულადდასაწველის ხორცი და სისხლი, უფლის, თქვენი ღმერთის სამსხვერპლოზე, მსხვერპლთაგან კი – სისხლი მის სამსხვერპლოზე უნდა დაიღვაროს და ხორცი შეიჭამოს.

მეორე რჯული 26:4
გამოგართმევს მღვდელი კალათს ხელიდან და დადგამს უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოს წინაშე.

მნეორე რჯული 27:6
მთელ-მთელი ქვებისგან აუგე უფალს, შენს ღმერთს სამსხვერპლო და მასზე აღავლინე აღსავლენი მსხვერპლი, უფლისთვის, შენი ღმერთისთვის.

იესო ნავეს ძე 9:27
იმ დღეს დააყენა ისინი იეშუამ შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად თემისა და უფლის სამსხვერპლოსთვის აქამდე, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევდა უფალი.

იესო ნავეს ძე 22:19
თუ უწმიდურად თვლით თქვენს სამკვიდრო ქვეყანას, გადადით უფლის სამკვიდრო ქვეყანაში, სადაც დაივანა უფლის სავანემ და დამკვიდრდებით ჩვენს შორის. ნუ აუმხედრდებით უფალს და ნურც ჩვენ აგვიმხედრდებით ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოს გარდა სხვა სამსხვერპლოს აშენებით.

იესო ნავეს ძე 22:28
ვთქვით: როცა ჩვენ და ჩვენს შემდგომ თაობებს ასე გვეტყვიან, მაშინ ვუპასუხებთ – ‘აჰა, უფლის სამსხვერპლოს მსგავსი, რომელიც სრულადდასაწველისა და მსხვერპლებისთვის კი არ ააგეს ჩვენმა მამებმა, არამედ მოწმობისთვის ჩვენსა და თქვენ შორის.’

იესო ნავეს ძე 22:29
შორს იყოს ჩვენგან ასეთი საქმე! როგორ ავმხედრდებოდით უფლის წინააღმდეგ, ზურგს როგორ ვაქცევდით უფალს და როგორ ავაშენებდით სამსხვერპლოს სრულადდასაწველის, პურეული ძღვენისა და შესაწირისთვის უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოს გარდა, რომელიც მისი სავანის წინაა?”

3 მეფეთა 8:22
დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოსა და უფლის მთელი კრებულის წინაშე, ზეცისკენ აღაპყრო ხელები

3 მეფეთა 8:54
და როგორც კი დაასრულა სოლომონმა ეს ლოცვა-ვედრება, ზეცისკენ ხელაპყრობილი წა­მო­იმართა მუხლებიდან, რადგან უფლის სამსხვერპლოს წინაშე იყო დაჩოქილი.

3 მეფეთა 18:30
უთხრა ელიამ ყველა იქ მყოფს: „ახლოს მოდით”. ყველანი მიუახლოვდნენ და აღადგინა უფლის დამხობილი სამსხვერპლო.

4 მეფეთა 23:9
თუმცა არ ადიოდნენ მაღლობთა მღვდლები უფლის სამსხვერპლოსთან იერუსალიმში, მაინც ჭამდნენ ხმიადებს თავის ძმებთან ერთად.

2 ნეშთა 6:12
უფლის სამსხვერპლოს წინ დადგა სოლომონი ისრაელის მთელი კრებულის თანდასწრებით და აღაპყრო ხელები.

2 ნეშტთა 8:12
მაშინ აღუვლინა სოლომონმა სრულადდასაწველნი უფალს, მის მიერ შესასვლელის წინ აშენებულ უფლის სამსხვერპლოზე.

2 ნეშტთა 15:8
როცა ასამ ეს სიტყვები და ყაზარიას წინასწარმეტყველება მოისმინა, სიმხნევე მოიკრიბა და იუდეიდან და ბენიამინის ქვეყნიდან ბილწი კერპები მოაშორა; იმ ქალაქებიდანაც, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო; განაახლა უფლის სამსხვერპლო, რომელიც უფლის ტაძრის წინ იყო.

2 ნეშტთა 29:19
ასევე მთელი ჭურჭელი, რომელიც მიატოვა მეფე ახაზმა თავის მეფობაში ორგულობის გამო – ჩვენ მოვამზადეთ და განვწმიდეთ. აჰა, უფლის სამსხვერპლოს წინაშეა ისინი”.

2 ნეშტთა 29:21
შვიდი მოზვერი, შვიდი ვერძი, შვიდი კრავი და შვიდი ვაცი მიიყვანეს – სამეფოს, საწმიდარისა და იუდას ცოდვისთვის; და უბრძანა მღვდლებს, აჰარონის ძეებს, რომ უფლის სამსხვერპლოზე აღევლინათ ისინი.

2 ნეშტთა 33:16
აღადგინა უფლის სამსხვერპლო და შესწირა მასზე სამშვიდობო და სამადლობელი მსხვერპლები და უბრძანა იუდევლებს, ემსახურათ უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის.

2 ნეშტთა 35:16
ასე მომზადდა იმ დღეს უფლის ყველა მსახურება, რომ პასექი დაცულიყო და სრულადდასაწველი აღვლენილიყო უფლის სამსხვერპლოზე, მეფე იოშიას ბრძანების მიხედვით.

ნეემია 10:34
წილი ვუყარეთ მღვდლებს, ლევიანებს და ხალხს შესაწირი შეშის მოტანაზე, რათა მოეტანათ ჩვენი ღვთის სახლში თავისი მამისსახლების მიხედვით, დათქმულ დროს, წლიდან წლამდე, რომ ისე ენთოს ცეცხლი უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოზე, როგორც ეს რჯულის წიგნში წერია.

მალაქია 2:13
აი, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლებით ფარავთ ღვთის სამსხვერპლოს, ტირილითა და ქვითინით. ამის გამო აღარ აქვს ღმერთს სახე ძღვენისკენ და აღარ ეამება მისი მიღება თქვენი ხელიდან.