2 ტიმოთეს 2:24
მონას ღვთისას კი ჩხუბი არ მართებს, არამედ შემწყნარე უნდა იყოს ყველას მიმართ და მოთმინებით დამმოძღვრავი.
2 კორინთელთა 6:4-8
არამედ წარმოგიდგენთ თავებს, როგორც ღვთის მსახურნი ყველაფერში: დიდ მოთმინებაში, ჭირში, გაჭირვებაში, შევიწროებაში, ცემაში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში, სიწმინდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიკეთეში, სულიწმიდაში, უანგარო სიყვარულში, ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის იარაღით მარჯვენასა და მარცხენაში, დიდებასა და სირცხვილში, გმობასა და ქებაში; მაცდურებად გვთვლიან, მაგრამ ჭეშმარიტნი;
ლევიანნი 25:42
რადგან ჩემი მსახურები არიან ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე: არ უნდა გაიყიდონ ისინი, როგორც მონები იყიდებიან.
ლევიანნი 25:55
რადგან ჩემი მსახურები არიან ისრაელის ძენი; ჩემი მსახურები არიან ისინი, რომლებიც მე გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
ნეემია 1:7-10
დანაშაულს ჩავდიოდით შენ წინაშე, არ ვიცავდით მცნებებს, წესებსა და სამართალს, რომელიც უბრძანე მოსეს, შენს მსახურს. გაიხსენე, გემუდარები, სიტყვა, რომელიც ამცნე მოსეს, შენს მსახურს: თუ მიორგულებთ, ხალხებში გაგაბნევთო. ხოლო თუ მომიბრუნდებით, დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ მათ, ცის კიდემდე რომ იყოთ გაბნეულნი, იქიდან მოგაგროვებთ და მოგიყვანთ იმ ადგილას, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიეო! ისინი ხომ შენი მსახურები და შენი ხალხია, რომელიც გამოისყიდე შენი დიადი ძალითა და ძლიერი ხელით!
ფსალმუნები 112:1
ადიდეთ მსახურნო უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!
ფსალმუნები 118:91
შენი ბრძანებით დგანან დღესაც, რადგან შენი მსახურები არიან.
დანიელი 7:10
ცეცხლის მდინარე მოედინებოდა და მის წინიდან გამოდიოდა. ათასი ათასეული ემსახურებოდა მას და ათი ათასეული იდგა მის წინაშე; დაჯდა მსაჯული და გადაიშალა წიგნები.
ეზრა 5:11
ასე მოგვიგეს: ჩვენ ცისა და მიწის ღმერთის მსახურები ვართ და თავიდან ვაშენებთ სახლს, რომელიც მრავალი წლის წინ აშენდა და ისრაელის დიდმა მეფემ აღაშენა და დაასრულა იგი.
რომაელთა 6:22
ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმიდეა, ბოლო კი – მარადიული სიცოცხლე.
იოველი 2:29
მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემს სულს.
საქმეები 2:18
ჩემს მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემი სულისგან და იწინასწარმეტყველებენ.
საქმეები 16:17
იგი პავლეს და ჩვენ მოგვყვებოდა და მოგვყვიროდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც თქვენი გადარჩენის გზებს გაუწყებენო.
რომაელთა 13:4-6
ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს; ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე. ამიტომ გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინდისის გამოც. სწორედ ამისათვის იხდით ხარკს, ვინაიდან ისინი ღვთის მსახურები არიან და დღენიადაგ მიძღვნილნი არიან ამ საქმეზე.
ფსალმუნები 115:7
უფალო, ნამდვილად შენი მსახური ვარ; მსახური ვარ შენი, ძე შენი მხევლისა; შენ შემხსენი ბორკილები.
ფსალმუნები 118:125
შენი მსახური ვარ, მომეცი გონიერება, რომ შევიცნო შენი მოწმობები.
ფსალმუნები 142:11
შენი წყალობით მოსპე ჩემი მტრები, დაღუპე ყოველი მჩაგვრელი ჩემი სულისა, რადგან მე შენი მსახური ვარ.
ებრაელთა 1:7
ანგელოზებზე კი ამბობს: „ის ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურებს – ცეცხლის ალად”.
ლუკას 1:38
მაშინ თქვა მარიამმა:„აჰა, უფლის მხევალი ვარ; დაე, მეყოს შენი სიტყვისამებრ”. და გაშორდა მას ანგელოზი.
ლუკას 15:19
ღირსი აღარ ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი!
მათეს 24:45
ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც თავის სახლეულზე დააყენა მისმა ბატონმა, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?
ფსალმუნები 104:6
შთამომავალნო აბრაჰამისა, მისი მსახურისა, ძენო იაკობისა, მისნო რჩეულნო.
იერემია 30:10
ნუ გეშინია, იაკობ, ჩემო მსახურო! ამბობს უფალი, და ნუ დაფრთხები, ისრაელ, რადგან, აჰა, გამოგიხსნი შორეული მიწიდან და შენს შთამომავალთ – მათი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი, იცხოვრებს წყნარად და მშვიდად და აღარავინ იქნება მისი შემშინებელი.
გამოსვლა 32:13
გაიხსენე აბრაჰამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შენი თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებო თქვენს შთამომავლობას და მთელ იმ ქვეყანას, რომელზეც ვთქვი, მივცემ თქვენს თესლს და დაიმკვიდრებენ სამარადისოდ”.
მსაჯულნი 2:8
გარდაიცვალა იეშუა ნავეს ძე, უფლის მსახური, ას ათი წლისა.
გამოსვლა 14:31
იხილა ისრაელმა დიადი საქმე, რომელიც მოახდინა უფალმა ეგვიპტელებზე და შეეშინდა ხალხს უფლისა და ერწმუნნენ ისინი უფალს და მოსეს, მის მსახურს.
ნეემია 1:7-8
დანაშაულს ჩავდიოდით შენ წინაშე, არ ვიცავდით მცნებებს, წესებსა და სამართალს, რომელიც უბრძანე მოსეს, შენს მსახურს. გაიხსენე, გემუდარები, სიტყვა, რომელიც ამცნე მოსეს, შენს მსახურს: თუ მიორგულებთ, ხალხებში გაგაბნევთო.
ნეემია 9:14
შენი წმიდა შაბათი აუწყე მათ, მცნებანი, წესდებანი და რჯული დაუწესე მოსეს, შენი მსახურის ხელით.
ნეემია 10:29
შეუერთდა თავიანთ ძმებს, თავიანთ დიდებულებს და წყევლა და ფიცი დადეს, რათა ევლოთ ღმერთის რჯულით, რომელიც მოსეს, ღვთისმსახურის ხელით იყო მოცემული და დაეცვათ და შეესრულებინათ უფლის, ჩვენი ღმერთის ყველა მცნება, მისი სამართალი და მისი წესები.
ებრაელთა 3:5
მოსეც ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახურს შეეფერება, იმის დასამოწმებლად, რაც უნდა თქმულიყო;
იობი 1:8
უთხრა უფალმა სატანას: „თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? არავინაა მასავით უბიწო, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული კაცი დედამიწაზე”.
ფსალმუნები 77:70
ამოირჩია თავისი მსახური დავითი და ცხვრის ფარეხებიდან წამოიყვანა იგი.
ფსალმუნები 88:20
ვპოვე დავითი, მსახური ჩემი და ჩემი წმიდა ზეთი ვცხე მას.
იერემია 33:26
მაშინ იაკობისა და დავითის, ჩემი მსახურების თესლსაც უკუვაგდებ და არ აღვადგენ მთავრებს მისი შთამომავლობიდან აბრაჰამის, ისაკისა და იაკობის თესლისთვის. რადგან მოვაბრუნებ მათ ტყვეობიდან და შევიწყალებ!”
იერემია 27:6
ახლა ყველა ეს ქვეყანა ჩემი მსახურის, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორისთვის გადამიცია ხელში; მინდვრის მხეცებიც მას მივეცი, რათა ემსახურონ.
ანგია 2:23
იმ დღეს – ამბობს ცაბაოთ უფალი – წაგიყვან შენ, ზერუბაბელ შეალთიელის ძევ, მსახურო ჩემო – ამბობს უფალი – და დაგადგენ შენ, როგორც ბეჭედს, ვინაიდან შენ ამოგარჩიე – ამბობს უფალი ძალთამპყრობელი!
ლუკას 1:54
შეეწია თავის მსახურს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა,
1 ტიმოთეს 3:2
და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთის მსახური, ჩვენივე თანამშრომელი ქრისტეს სახარებაში, რათა გაგვემტკიცებინეთ და გვენუგეშებინეთ თქვენს რწმენაში,
დანიელი 3:26
მიუახლოვდა ნაბუქოდონოსორი ცეცხლით გავარვარებული ღუმლის კარს და თქვა: „შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, უზენაესი ღმერთის მსახურებო! გამოდით და აქ მოდით!” და გამოვიდნენ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ცეცხლის შუაგულიდან.