ფსალმუნები 67:4
უმღერეთ ღმერთს, უმღერეთ მის წმიდა სახელს, უმღერეთ მას, ვინც უდაბნოს სერავს; უფალია მისი სახელი და ილხინეთ მის წინაშე.
გამოსვლა 3:14-15
უთხრა ღმერთმა მოსეს: “მე ვარ, რომელიც ვარ”. და თქვა: „ასე უთხარი ისრაელის შვილებს: ‘მე ვარ’-მა მომავლინა-თქო თქვენთან”. კიდევ უთხრა ღმერთმა მოსეს: “ასე უთხარი ისრაელის შვილებს: უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაჰამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან. ესაა საუკუნოდ ჩემი სახელი და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.
გამოსვლა 6:3
მე გამოვეცხადე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს ყოვლისშემძლე ღმერთად, მაგრამ ჩემი სახელი – უფალი – არ გავუმხილე მათ.
გამოსვლა 15:3
მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.
იერემია 33:2
ასე ამბობს უფალი, სამყაროს შემოქმედი, უფალი, რომელმაც გამოძერწა და დააფუძნა იგი. უფალია მისი სახელი!
ესაია 42:8
მე ვარ უფალი (იაჰვე), ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ და ჩემს ხოტბას – გამოკვეთილ კერპებს.
ამოსი 5:8
მან შექმნა თანავარსკვლავედი და ორიონი, წყვდიადს დილად აქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს; ზღვის წყალს უხმობს და მიწის ზედაპირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი.
ამოსი 9:6
ცაში აიშენა თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა კამარა; ზღვის წყლებს მოუხმობს და მიწის ზედაპირზე მოღვრის. უფალია მისი სახელი.
მეორე რჯული 28:58
თუ არ იფხიზლებ ამ წიგნში დაწერილი რჯულის ყოველი სიტყვის აღსასრულებლად, რათა გაშინებდეს ეს ამაღლებული და საშინელი სახელი: უფალი, შენი ღმერთი!
იერემია 31:35
ასე ამბობს უფალი, რომელიც მზეს იძლევა დღის გასანათებლად და მთვარესა და ვარსკვლავებს უბრძანებს, ღამე გაანათონ; რომელიც ისე აღელვებს ზღვას, რომ ღრიალებენ მისი ტალღები; ძალთა უფალია მისი სახელი.
იერემია 32:18
სიკეთეს უკეთებ ათასებს და შვილებს წიაღშივე მიუზღავ მამების დანაშაულის გამო. ო, დიდო და ძლიერო ღმერთო! ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
იერემია 50:34
მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი, დაჟინებით განიკითხავს იგი მათ საქმეს, რათა მოსვენება მოიტანოს ქვეყანაზე, ხოლო ბაბილონის მცხოვრებნი შეაშფოთოს.
იერემია 51:19
მათი მსგავსი არაა წილხვედრი იაკობისა, რადგან ყოველივეს შემქმნელია იგი, თავისი სამკვიდრებელი ტომისაც; ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
ოსია 12:5
უფალი, ცაბაოთ ღმერთი, უფალია სახელი მისი.
ამოსი 4:13
რადგან, აჰა, მთები მან გამოსახა და ქარი მან შექმნა, თავის ზრახვებს უცხადებს ადამიანს და წყვდიადად აქცევს ცისკარს, დედამიწის მწვერვალებია მისი ფეხსადგამი; უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.
იერემია 51:57
დავათრობ მის მთავრებსა და ბრძენკაცებს, მის მმართველებს, გამგებლებსა და ვაჟკაცებს, დაიძინებენ საუკუნო ძილით და აღარ გაიღვიძებენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
ზაქარია 14:9
უფალი გამეფდება მთელ დედამიწაზე. იმ დღეს ერთი იქნება უფალი და ერთი იქნება სახელი მისი.