გამოსვლა 12:43
და უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: „აჰა, დადგენილება პასექისა: უცხოტომელმა არ უნდა ჭამოს იგი.
ლევიანნი 22:10
უცხომ არ უნდა ჭამოს წმიდა; არც მღვდლის ხიზანმა ან მოჯამაგირემ ჭამოს წმიდასგან.
მეორე რჯული 23:3
ვერ შევა ყამონელი და მოაბელი უფლის კრებულში, თუნდაც მათი მეათე თაობა, უკუნისამდე ვერ შევა უფლის კრებულში,
ნეემია 13:1
იმ დღეს წაიკითხეს მოსეს წიგნი ხალხის გასაგონად და აღმოაჩინეს, რომ უკუნისამდე არ უნდა შევიდეს ღვთის კრებულში არც ყამონელი და არც მოაბელი,
მეორე რჯული 17:15
ის კაცი დაისვი მეფედ, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი ამოირჩევს: შენი ძმების წიაღიდან დაისვი მეფე; უფლება არ გაქვს უცხოელი დაისვა, რომელიც არ არის შენი მოძმე.
ნეემია 13:3
და ეს რჯული რომ მოისმინეს, გამოაცალკევეს ყოველი, ვინც ისრაელიდან უცხო თესლთან იყო შერეული.
გამოსვლა 21:8
თუ იგი თვალში არ მოუვიდა ბატონს და არ ირთავს მას, მისცეს გამოხსნის საშუალება; უფლება არ აქვს უცხოს მიყიდოს, რადგან უსამართლოდ მოექცა ქალს.
ლევიანნი 25:45
იმათგანაც შეგიძლიათ იყიდოთ, რომლებიც ხიზნად ცხოვრობენ თქვენთან და მათი მოდგმიდან, თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში დაბადებულები; თქვენი საკუთრება იქნებიან ისინი.
მეორე რჯული 14:21
არავითარი ლეში არ ჭამოთ; თქვენს შორის მყოფ მდგმურს მიეცით და ჭამოს, ან უცხოელს მიჰყიდეთ; რადგან წმიდა ხალხი ხართ უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის. ნუ მოხარშავთ თიკანს თავისი დედის რძეში.
მეორე რჯული 15:3
უცხოელს მოსთხოვე, მაგრამ თუ შენს ძმას მართებს შენი – აპატიე.
მეორე რჯული 23:20
უცხოტომელზე შეგიძლია ვახშით გასესხება, ხოლო შენს მოძმეს ნუ მისცემ ვახშით, რომ გიკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ნაამაგარი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.