მეორე რჯული 11:22-27
რადგან თუ მტკიცედ დაიცავთ ყველა ამ მცნებას, რომელთაც გიბრძანებთ შესასრულებლად, რომ გიყვარდეთ უფალი, ღმერთი თქვენი, რომ დადიოდეთ მის გზაზე და მას მიეწებოთ, მაშინ განდევნის უფალი ყველა ამ ხალხს თქვენგან და დაიმკვიდრებთ თქვენზე დიდ და ძლიერ ხალხებს. და ყოველი ადგილი, სადაც თქვენი ტერფი დაიდგმება, თქვენი იქნება; უდაბნოდან და ლიბანიდან, მდინარიდან, მდინარე ევფრატიდან განაპირა ზღვამდე იქნება თქვენი საზღვარი. ვერავინ დაგიდგებათ წინ; თქვენს შიშსა და ზარს დასცემს უფალი, თქვენი ღმერთი, დედამიწის ზურგს, სადაც კი ფეხს დაადგამთ, როგორც მან გითხრათ. აჰა, კურთხევას და წყევლას ვდებ თქვენ წინ: კურთხევას – თუ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს, რომლებსაც მე გიბრძანებთ დღეს;
ეზეკიელი 18:9
ჩემი წესებით დადის და ჩემს სამართალს იცავს, რათა აღასრულოს ჭეშმარიტება – მართალია ასეთი კაცი და სიცოცხლით იცოცხლებს” – ამბობს უფალი ღმერთი.
ეზეკიელი 18:14-17
აჰა, თუ შობს ძეს, რომელიც დაინახავს მამამისის ჩადენილ ცოდვებს, თუმცა, მისი შემხედვარე იგივეს არ ჩაიდენს, მთაზე შენაწირს არ შეჭამს, თვალს არ მიაპყრობს ისრაელის ტაძრის კერპებს, მოყვასის ცოლს არ შებილწავს, არავის დაჩაგრავს, თავდებში ჩადებულს არ მიითვისებს, არ იმძარცველებს, თავის პურს მშიერს გაუყოფს და შიშველს შემოსავს, ღარიბის ჩაგვრისგან ხელს იკავებს, ვახშსა და სესხის სარგებელს არ იღებს, ჩემს სამართალს აღასრულებს და ჩემი წესებით დადის – არ მოკვდება იგი მამამისის ურჯულოების გამო და იცოცხლებს უცილობლად!
ზაქარია 3:8
ისმინე, მღვდელმთავარო იეშუა, შენ და ყველა შენმა მეგობარმა, შენს წინ რომ სხედან, ისინი ხომ ნიშნის მოწმენი არიან, რადგან, აჰა, მოვავლენ ჩემს მსახურს – მორჩს.
მეორე რჯული 28:1-14
„და თუ გულდასმით მოუსმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა დაიცვა და აღასრულო მისი ყველა მცნება, რომელსაც გამცნებ დღეს, მაშინ დაგაყენებს უფალი, შენი ღმერთი, დედამიწის ყველა ერზე მაღლა. გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და მოგეწევა, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას. კურთხეული იქნები ქალაქში და კურთხეული იქნები მინდორში. კურთხეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაგები და შენი ფარის ნამატი. კურთხეული იქნება შენი კალათა და გობი; კურთხეული იქნები შესვლისას და კურთხეული იქნები გამოსვლისას. და დასცემს უფალი შენ წინაშე შენს მტრებს, რომლებიც ამბოხდებიან შენს წინააღმდეგ; ერთი გზით გამოვლენ შენს წინააღმდეგ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან. კურთხევას ბრძანებს შენთვის უფალი შენს ბეღლებსა და შენს ყოველ საქმეზე; და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. დაგადგენს უფალი თავის წმიდა ხალხად, როგორც შეგფიცა, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის მცნებებს და ივლი მისი გზებით. იხილავს ყოველი ხალხი, რომ უფლის სახელით ხარ წოდებული და შეეშინდება შენი. სიუხვეს მოგცემს უფალი ყველა სიკეთეში, შენი მუცლის, საქონლისა და მინდვრის ნაყოფებში, იმ მიწაზე, რომლის მიცემაც შეჰფიცა შენს მამებს უფალმა. გაგიხსნის უფალი თავის საგანძურს, ზეცას, რათა თავის დროზე მისცეს წვიმა შენს მიწას და აკურთხოს ყოველი საქმე შენს ხელში; მრავალ ერს ასესხებ შენ და თავად კი არ ისესხებ. თავად გაქცევს უფალი და არა კუდად, მაღლა იქნები და არა ქვემოთ, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გამცნებ დღეს რომ დაიცვა და აღასრულო. ნუ გადაუხვევ ნურცერთ სიტყვას, რომელსაც გამცნებ დღეს, რათა არ გაჰყვე სხვა ღმერთების კვალს სამსახურებლად.
ეზეკიელი 20:11
დავუდგინე მათ ჩემი წესები და ჩემი სამართალი გამოვუცხადე, რათა შეესრულებინა ისინი თითოეულს და ეცოცხლა მათი მეშვეობით.
ეზეკიელი 20:13
მაგრამ უდაბნოში ამიჯანყდა სახლი ისრაელისა, არ დადიოდნენ ჩემი წესებისამებრ, მოიძულეს ჩემი სამართალი, რომელსაც თუ კაცი აღასრულებდა, მისით იცოცხლებდა; დიდად შებღალეს ჩემი შაბათები. ვთქვი: გადმოვღვრი-მეთქი ჩემს გულისწყრომას მათზე უდაბნოში, რათა შთანთქმულიყვნენ ისინი.
რომაელთა 2:25-26
ვინაიდან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს აღასრულებ; ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთელობად იქცა. მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება?
მსგავსი თემები:
დაიცავი მცნებები თუ არ დაიცავ მცნებებს ქრისტეს მცნებების დაცვა