დანიელი 7:9
ვიხილე, რომ ტახტრევნები დაიდგა და დაჯდა დღეებით ძველი. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და მისი თმები – მატყლივით სუფთა. მისი ტახტი ცეცხლის ალი იყო, მისი ეტლის ბორბლები – მოგიზგიზე ცეცხლი.
გამოცხადება 20:11
და ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომი, რომლის სახესაც გაურბოდა ცა და მიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი.
გამოცხადება 1:14
მისი თავი და თმა თეთრი იყო, როგორც სპეტაკი მატყლი, როგორც თოვლი. და თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი.
გამოცხადება 6:2
და ვიხილე, და, აჰა, თეთრი ცხენი და ზედ მხედარი, რომელსაც ეჭირა მშვილდი და მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა გამარჯვებული და რათა გაემარჯვა.
ფსალმუნები 50:7
მასხურე მე უსუპით და განვიწმინდები; განმბანე და თოვლზე მეტად განვსპეტაკდები.
გამოცხადება 19:8
და მიეცა მას, რომ შეიმოსოს ნათელი და წმიდა ბისონი, რადგან წმიდა ბისონი წმიდების სიმართლეა.“
მარკოზის 9:3
მისი სამოსი გახდა ბრწყინვალე, ისეთი ელვარე თეთრი, როგორც ვერც ერთი გამთეთრებელი დედამიწის ზურგზე ვერ შეძლებდა გათეთრებას.