თავის შეკავება ბიბლიის მუხლები

1 თესალონიკელთა 4:3-4
ვინაიდან ღვთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ სიძვას, რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით,

ებრაელთა 13:4
ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი – შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს.

1 კორინთელთა 6:18
გაურბოდეთ სიძვას. ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.

2 ტიმოთეს 2:22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.

1 თესალონიკელთა 5:22
ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას.

კოლოსელთა 3:5-6
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა. რომელთა გამოც ღვთის რისხვა მოდის,

1 კორინთელთა 6:19
ანდა, ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?

გალატელთა 5:19-21
ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულება, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.

1 პეტრეს 2:11
საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც მწირებსა და ხიზნებს, განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან.

იგავნი 31:30
მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია.

1 კორინთელთა 7:2
მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს – თავისი ქმარი.

2 კორინთელთა 12:21
რათა, როცა კვლავ მოვალ, არ დამამდაბლოს ჩემმა ღმერთმა თქვენთან და არ ვიგლოვო მრავალნი, რომელთაც ადრე შესცოდეს და არ მოინანიეს უწმიდურება, სიძვა და გარყვნილება, რასაც სჩადიოდნენ.

ეფესელთა 5:2-5
იარეთ სიყვარულში, ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად. ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით. ასევე ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა არ შეგფერით, არამედ – უფრო სამადლობელი, რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტეში და ღვთის სასუფეველში.

რომაელთა 13:13-14
მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა მსუნაგობით და ლოთობით, არა ავხორცობითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით, არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით.

იუდას 1:7
როგორც სოდომი და გომორა და მოსაზღვრე ქალაქები, მათ მსგავსად რომ მეძაობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის მაგალითებად არიან დადგენილი,

მათეს 5:8
ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.

ესაია 5:11-12
ვაი დილაადრიან ამდგართ, რომელნიც სასმელს მისდევენ და გვიან ღამემდე უსხედან – ღვინო აღაგზნებს მათ. და ქნარი და ებანი, დაფი და სტვირი, და ღვინოა მათ ნადიმებზე; და უფლის საქმეს არ უყურებენ, და მის ხელთა ქმნილებას ვერ ხედავენ.

მსაჯული 13:7
და მითხრა: ‘დაორსულდები და ვაჟს გააჩენ; და არ დალიო ღვინო და თაფლუჭი და უწმიდური არაფერი ჭამო, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება ეს ყრმა საშოდან მის სიკვდილამდე.’”

იგავნი 23:31-32
ნუ უყურებ ღვინოს, რომ წითელია, თასს რომ აძლევს თავის ფერს, პირდაპირ რომ გადადის ყელში. შემდეგ კი, გველივით გიკბენს და ასპიტივით გიჩხვლეტს.

რიცხვნი 6:3-4
მაშინ ღვინისაგან და სასმელებისაგან თავი უნდა შეიკავოს; ღვინის და სასმელის ძმარი არ იხმაროს, ყურძნის არავითარი ნაყენი არა სვას, და ახალი და გამხმარი ყურძენი არა ჭამოს. მთელი თავისი მოწმიდრობის დღეებში არაფერი არ ჭამოს, რაც კეთდება ყურძნისაგან, მისი წიპწიდან ჩენჩომდე.

იგავნი 31:4
მეფეებს არ შეეფერებათ, ლემუელ, მეფეებს არ შეეფერებათ ღვინის სმა, და არც მთავრებს შეეფერებათ მაგარ სასმელთა სიყვარული,

დანიელი 10:3
გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია, ვიდრე სამი კვირა არ გასრულდა.

1 კორინთელთა 8:13
ამიტომ თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, საუკუნოდ არ ვჭამ ხორცს, რათა არ დავაბრკოლო ჩემი ძმა.

საქმეები 15:29
ერიდეთ ნაკერპავს და სისხლს, დამღრჩვალსა და მრუშობას. თუ ამისგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ. იყავით ჯანმრთელად!”

საქმეები 15:20
არამედ მივწეროთ მათ, რომ ერიდონ კერპებით შებილწულს, მრუშობას, დამღრჩვალს და სისხლს.

1 კორინთელთა 7:5
ნუ განშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, რომ მოიცალოთ მარხვისა და ლოცვისათვის, და კვლავ ერთად იყოთ, რათა არ გამოგცადოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობით.