ქრისტე (ჯვარი)
იესოს სახელები, იესოს წოდებები,
ყველაფერი ბიბლიაზე, ბიბლიის სიმფონია, აუდიო ბიბლია,
იესოს სახელები, იესოს წოდებები,
ვინაიდან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი – მონაგები. — ფილიპელთა 1:21
ეუბნება მას იესო: ,,იმიტომ მირწმუნე, რომ მიხილე. ნეტარ არიან, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს.“ – იოანეს 20:29
რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: ,,მან აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი.“ – მათეს 8:17
ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველისა და მერე ბერძენისაც. – რომაელთა 1:16
ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. – იოანეს 13:14
ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. – გალატელთა 5:24