რომაელთა მიმართ

ქრისტე მოკვდა ჩვენთვის

მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი აცხადებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. – რომაელთა 5:8

სახარება არის ღვთის ძალა

ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველისა და მერე ბერძენისაც. – რომაელთა 1:16

როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?

მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვისიც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვისზეც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე? – რომაელთა 10:14

ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს

და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი. – რომაელთა 12:2

ვინ ხარ შენ ადამიანო, ღმერთს რომ ედავები?

ვინ ხარ შენ, ადამიანო, ღმერთს რომ ედავები? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენი ასე? ნუთუ მეკეცეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ  თავისი მოზელილი თიხიდან ზოგი საპატიო …

Close
Close