სუფთა გული შეჰქმენი ჩემში
სახე აარიდე ჩემს შეცდომებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე. სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში. – ფსალმუნები 50:9-10
ყველაფერი ბიბლიაზე, ბიბლიის სიმფონია, აუდიო ბიბლია,
სახე აარიდე ჩემს შეცდომებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე. სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში. – ფსალმუნები 50:9-10
ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. – მათეს 5:8
და რაკიღა თქვენ შვილები ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: „აბბა, მამაო.” – გალატელთა 4:6
მეძიეთ მე და მიპოვნით, როდესაც მეძიებთ მთელი თქვენი გულით. – იერემია 29:13
გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო. – ფსალმუნები 118:11
გაყიდეთ თქვენი ქონება და გაიღეთ მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულეველი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარებაა და ჩრჩილი ვერ ავნებს, ვინაიდან, სადაც თქვენი საუნჯეა, …
მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი. – ფსალმუნები 26:14