ფსალმუნები 118:9
როგორ შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას იგი შენი სიტყვისამებრ.
იერემია 6:16
ასე ამბობს უფალი: „დადექით გზებზე, შეხედეთ, გამოიკითხეთ ძველი ბილიკი, რომელი გზაა უკეთესი. მასზე იარეთ და სულის სიმშვიდეს ჰპოვებთ; მათ კი თქვეს, არ ვივლითო!
ფსალმუნები 100:2
ჩავუფიქრდები უბიწოთა გზას: როდის მოხვალ ჩემთან? სუფთა გულით ვივლი ჩემს სახლში.
ფსალმუნები 36:5
ღმერთს მიანდე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.
იგავნი 4:26
მოასწორე შენი ფეხის ბილიკი და ყველა შენი გზა განმტკიცდება.
გამოსვლა 18:20
ასწავლე მათ წესები და რჯული და უჩვენე გზა, რომლითაც უნდა იარონ და საქმენი, რაც უნდა აკეთონ.
მეორე რჯული 1:33
რომელიც წინ მიგიძღვოდათ, რათა ადგილი მოეძებნა თქვენი კარვების გასაშლელად, ღამე ცეცხლში გიჩვენებდათ სავალ გზას და დღისით ღრუბელში.
ფსალმუნები 31:8
ამბობს უფალი: დაგარიგებ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო, თვალს დავიჭერ შენზე.
იგავნი 4:11
სიბრძნის გზისკენ მიგმართე და სწორ ბილიკებზე წარგიძეხი.
ფსალმუნები 15:11
მასწავლე გზა სიცოცხლისა, სიხარულის სისავსეა შენი სახის წინაშე, შენს მარჯვნივ ყოფნა ნეტარებაა უკუნისამდე.
ლუკას 1:79
სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა სამშვიდობო გზაზე წარსამართად”.
ესაია 30:21
შენი ყურები ხმას გაიგონებენ ზურგის მხრიდან: „ეს არის გზა, მასზე იარე”, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევ.
ფსალმუნები 17:32
ღმერთი მმოსავს ძალით და მისწორებს გზას.
ფსალმუნები 106:7
დააყენა სწორ გზაზე, რომ მისულიყვნენ ქალაქში, სადაც უნდა დამკვიდრებულიყვნენ.
ფსალმუნები 24:8
კეთილი და მართალია უფალი, ამიტომ აყენებს გზაზე ცოდვილებს.
ებრაელთა 12:13
მოასწორეთ გზები თქვენი ფეხებისთვის, რათა კოჭლმა კი არ გადაუხვიოს, არამედ უფრო განიკურნოს.
იგავნი 3:6
ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს.
ფსალმუნები 22:3
სულს განმიახლებს და სიმართლის ბილიკზე წარმიძღვება, თავისი სახელის გამო.
ფსალმუნები 138:24
ნახე, ზიანის მომტან გზაზე ხომ არ ვდგავარ და მარადიულ გზაზე წამიძეხი.
ფსალმუნები 118:35
დამაყენე შენი მცნებების კვალზე, რადგან მათში ვპოულობ სიხარულს.