სულიწმინდა და წმინდა წერილი ბიბლიის მუხლები

2 მეფეთა 23:1-2
ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები – სიტყვები დავითისა, იესეს ძისა, დიდად ამაღლებული კაცისა, იაკობის ღმერთის ცხებულისა და ისრაელის ტკბილხმოვანი მგალობლისა:  უფლის სული ლაპარაკობს ჩემი პირით და სიტყვა მისი, ჩემს ენაზეა.

ნეემი 9:30
მრავალ წელს უთმენდი მათ და შეაგონებდი შენი სულით, წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ არ შეისმინეს და დედამიწის ხალხებს ჩაუგდე ხელთ ისინი.

ეზეკიელი 2:2
და შემოვიდა ჩემში სული, ის რომ მელაპარაკებოდა; დამაყენა ფეხზე და ვუსმენდი ჩემთან მოლაპარაკეს.

ეზეკიელი 11:24-25
ამიყვანა სულმა და ხილვაში ღმერთის სულით მიმიყვანა განდევნილებთან ქალდეაში და განმშორდა ხილვა, რომელიც ვიხილე.  ვუამბე განდევნილებს ყველაფერი, რაც უფალმა მაჩვენა.

მიქა 3:8
მე კი აღვსილი ვარ ძალითა და უფლის სულით, სამართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს – მისი ცოდვა.

ზაქარია 7:12
გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.

2 ტიმოთეს 3:16
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში.

მათეს 22:43
უთხრა მათ: „მაშ როგორღა უწოდებს სულით დავითი მას უფალს, როცა ამბობს:

მარკოზის 12:36
რადგან თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა ქვეშ.

საქმეები 1:16
„კაცნო, ძმანო! უნდა ასრულებულიყო წერილი, სულიწმიდამ, დავითის პირით, წინასწარ რომ თქვა იუდაზე, იესოს შემპყრობელთ რომ წარუძღვა წინ,

საქმეები 4:25
შენ ჩვენი მამის, შენი მსახურის დავითის პირით თქვი სულიწმიდით: რად ბობოქრობენ ხალხები და რატომ განიზრახავენ ერები ამაოებას?

საქმეები 28:25-27
რომ ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: „კარგად უთხრა სულიწმიდამ თქვენს მამებს ესაია წინასწარმეტყველის პირით:  მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ. რადგან გაუხეშდა ამ ხალხის გული, ყური დაუმძიმდათ და თვალი დაებინდათ, რომ თვალით ვერ იხილონ, ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ გაიგონ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.

ებრაელთა 3:7-11
ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, 8 ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს,  სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.  ამიტომ განვრისხდი იმ მოდგმაზე და ვთქვი: მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს ჩემი გზა.  ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას: ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში”.

ებრაელთა 10:15-17
სულიწმიდაც გვიმოწმებს ამას, ვინაიდან ნათქვამია:  „აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ – ამბობს უფალი – დავწერ ჩემს რჯულს მათ გულებზე და ჩავდებ მათ გონებაში,  და აღარ გავუხსენებ მათ თავიანთ ცოდვებსა და ურჯულოებას”.

1 პეტრეს 1:11
იკვლევდნენ, როგორ და რა დროზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას.

ეფესელთა 3:4-5
და როცა წაიკითხავთ, შეგეძლებათ ჩაწვდეთ ჩემს ცოდნას ქრისტეს საიდუმლოში,  რაც ადრინდელ თაობებში არ გამოცხადებიათ ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადა მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით.

1 კორინთელთა 7:40
მაგრამ უფრო ნეტარი იქნება, თუ ჩემი რჩევისამებრ დარჩება; რადგან, ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღვთის სული.

გამოცხადება 2:7-11
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია”.  „სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:  ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავის თავზე ამბობენ, იუდეველები ვართო, და არ არიან, არამედ სატანის საკრებულო არიან.  ნუ შეგეშინდება ნურაფრისა, რისი გადატანაც მოგიწევს. აჰა, ზოგიერთ თქვენგანს საპყრობილეში ჩააგდებს ეშმაკი, რათა გამოიცადოთ. გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს.   ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს ვნება არ ექნება მეორე სიკვდილისგან”.

გამოცხადება 3:6-13
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.  „ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, წმიდა, ჭეშმარიტი, დავითის გასაღების მქონე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს:  ვიცი შენი საქმენი; აჰა, მოგეცი შენს წინაშე ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს; მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.  აჰა, გადმოგცემ სატანის სინაგოგიდან მათ, ვინც იუდეველს უწოდებს თავის თავს და არ არის, არამედ ცრუობს. აჰა, ისე მოვაწყობ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შეგიყვარე.  რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისგან, რომელიც მოვა მთელს ქვეყანაზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი.  აჰა, მალე მოვალ; გეჭიროს, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი.  გამარჯვებულს სვეტად დავადგენ ჩემი ღმერთის ტაძარში, და გარეთ აღარ გავა; დავაწერ ჩემი ღმერთის სახელს და ჩემი ღმერთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღმერთისგან, და ჩემს ახალ სახელს”.  ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.

1 კორინთელთა 2:12-16
ჩვენ კი მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისგან, რათა ვიცოდეთ ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული.  რასაც ვლაპარაკობთ კიდეც, არა ადამიანური სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდის მიერ ნასწავლით, განვმარტავთ რა სულიერს სულიერით.  მშვინვიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება.  ხოლო სულიერი ყოველივეს განსჯის, თავად კი არავისგან განისჯება.  ვინ შეიცნო უფლის გონება, რომ განსაჯოს იგი? ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს!

ებრაელთა 9:8
ამით სულიწმიდა გვიჩვენებს, რომ ვიდრე დგას პირველი კარავი, ჯერ კიდევ არაა გახსნილი გზა წმიდათა წმიდაში.

1 იოანეს 2:20-27
თქვენ კი გაქვთ ცხებულება წმიდის მიერ და იცით ყველაფერი.  იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ ჭეშმარიტება არ იცოდით, არამედ იმიტომ, რომ იცით იგი; იცით ისიც, რომ არავითარი სიცრუე არ არის ჭეშმარიტებიდან.  ვინ არის ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ის არის ანტიქრისტე, უარმყოფელი მამისა და ძისა.  ყოველი, ვინც უარყოფს ძეს, არც მამა ჰყავს; ძის მაღიარებელს კი მამაც ჰყავს.  დარჩეს თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძესა და მამაში.  და ეს არის აღთქმა, რომელიც აღგვითქვა მან – საუკუნო სიცოცხლე!  ეს მოგწერეთ თქვენს მაცდუნებელთა შესახებ.  ცხებულება კი, მისგან რომ მიიღეთ, თქვენში რჩება და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ; არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს, ის არის ჭეშმარიტი და უტყუარი; რასაც ის გასწავლით, იმაში დარჩით.

ესაია 59:21
მე კი, აჰა, მათთანაა ჩემი აღთქმა! ამბობს უფალი, ჩემი სული, რომელიც შენზეა და სიტყვები, რომლებიც მე ჩავდე შენს პირში, არ განდგებიან შენი პირიდან, არც შენი შთამომავლობის პირიდან, არც შენი შთამომავლობის შთამომავალთა პირიდან, ამიერიდან და უკუნისამდე! – ამბობს უფალი.

ეფესელთა 6:17
აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა.

გალატელთა 3:2-5
მხოლოდ ეს მსურს ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეებით მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით?  ნუთუ იმდენად უგუნურები ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ახლა ხორცით ამთავრებთ?  ამაოდ იტანჯეთ ამდენი? თუ ასეა – ამაოდ!  ვინც სული მოგცათ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით აკეთებს ამას თუ რწმენის შესმენით?

გალატელთა 5:18
და თუ სულს მიყვებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ.

რომაელთა 8:4
რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც დავდივართ არა ხორციელად, არამედ სულიერად;

რომაელთა 7:6
ახლა კი მკვდრები რჯულისათვის, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით რჯულისაგან, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი.

Close
Close