1 იოანეს 2:15-17
ნუ შეიყვარებთ ქვეყნიერებას, ნურც იმას, რაც ქვეყნიერებაზე არის. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. რადგან ყოველივე, რაც არის ქვეყნიერებაზე: ხორცის გულისთქმა, თვალის გულისთქმა და ქონებით სიამაყე, მამისაგან კი არ არის, არამედ ქვეყნიერებისგან. და გადადის ქვეყნიერება და მისი გულისთქმაც, ღმერთის ნების აღმსრულებელი კი რჩება საუკუნოდ.
იაკობის 4:4-5
მრუშებო, განა არ იცით, რომ ამა ქვეყნის მეგობრობა ღმერთის მტრობაა? ასეა, ვისაც ამა ქვეყნის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება. ნუთუ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „შურით სწადია მას ჩვენში დავანებული სული?“
1 კორინთელთა 10:6-11
ეს კი ჩვენთვის მაგალითია, რათა არ ვილტვოდეთ ბოროტისაკენ, როგორც ისინი ილტვოდნენ. ნუ იქნებით კერპთაყვანისმცემლები, როგორც ზოგიერთი მათგანი, როგორც წერია: „დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად, და წამოდგნენ სალაღობოდ.“ ნურც ვიმრუშებთ, როგორც ზოგიერთმა მათგანმა იმრუშა, და ერთ დღეს 23 ათასი კაცი დაეცა. ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთებმა გამოსცადეს და გველებისაგან დაიღუპნენ. არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთები დრტვინავდნენ და დაიღუპნენ შემმუსვრელისაგან. ყოველივე ეს მათ დაემართათ სამაგალითოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, ვინც საუკუნეთა აღსასრულს მივაღწიეთ.
კოლოსელთა 3:5
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა,
ებრაელთა 3:12-14
გაფრთხილდით, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. არამედ შეაგონეთ ერთმანეთს ყოველდღე, სანამ ითქმის – დღეს, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცთურით. რადგან ქრისტეს ზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე.
ებრაელთა 10:26-31
რადგან, თუ კიდევ ნებსით ვცოდავთ მას შემდეგ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შეცნობა, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის, არამედ სამსჯავროს საშინელი მოლოდინი და აგზნებული ცეცხლი ურჩთა შთასანთქმელად. თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს, როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელავს ღმერთის ძეს და რიოშად აქცევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყოფს მადლის სულს? რადგან ჩვენ ვიცნობთ მას, ვინც თქვა: „ჩემია შურისგება, მე მივუზღავ.“ და კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ხალხს.“ საშიშია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა!
1 იოანეს 5:21
შვილებო! დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან. ამინ.
მსაჯული 2:11
ისრაელიანთ უფლისთვის საძაგელ საქმეებს მიჰყვეს ხელი და ბაყალების მომსახურება იწყეს;
გამოცხადება 2:14
მაგრამ მცირე რამ მაქვს შენს წინააღმდეგ, რადგან გყავს იქ, ვისაც უჭირავს მოძღვრება ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს და აცდუნა ისრაელის შვილები, რათა ეჭამათ ნაკერპავი და ემრუშათ.