ებრაელთა 6:12
რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენითა და სულგრძელობით იმკვიდრებს აღთქმებს.
იგავნი 10:4
ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი ამდიდრებს.
იგავნი 10:26
რაც ძმარია კბილებისთვის და კვამლი თვალებისთვის, იგივეა ზარმაცი კაცი მისი წარმგზავნელისთვის.
იგავნი 22:13
ზარმაცი ამბობს: ლომიაო გარეთ, მომკლავსო – შუა ქუჩაში.
იგავნი 13:4
ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითთა სული კი დამსუყდება.
რომაელთა 12:11
გულმოდგინებაში ნუ გაზარმაცდებით; სულით აღენთეთ, უფალს ემსახურეთ.
იგავნი 20:4
ზარმაცს ზამთარში ხვნა ეზარება; მკის დროს მოიკითხავს და არაფერი ექნება.
იგავნი 6:6
ჭიანჭველასთან მიდი უქნარავ, მის გზებს დააკვირდი, და ჭკუა ისწავლე.
2 თესალონიკელთა 3:10
როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნებდით: „ვისაც შრომა არ სურს, ნურც შეჭამს”,
იგავნი 6:9-11
როდემდე უნდა იწვე ზარმაცო? როდის გაიღვიძებ? ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულზე ხელის დაკრეფა მოსასვენებლად, და მაწანწალასავით მოგადგება სიღატაკე და იარაღიანი კაცივით – გაჭირვება.
იგავნი 18:9
თავის საქმეში დაუდევარი დამაქცევლის ძმაა.
1 თესალონიკელთა 2:9
ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღედაღამ ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ისე ვქადაგებდით თქვენს შორის ღვთის სახარებას.
2 თესალონიკელთა 3:10-12
როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნებდით: „ვისაც შრომა არ სურს, ნურც შეჭამს”, რადგან გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს. ასეთებს ვამცნებთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ პური.
მათეს 25:26-30
მაშინ მიუგო ბატონმა პასუხად: ბოროტო და უქნარა მონავ! იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია; ამიტომ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას სარგებლითურთ მივიღებდი ჩემსას. ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. ვინაიდან ყოველ მქონებელს მიეცემა და ჭარბად ექნება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს. ეს უსარგებლო მონა კი გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენაიგავნი
იგავნი 19:15
სიზარმაცემ ძილქუში იცის და უქნარა კაცი იშიმშილებს.
იგავნი 12:24
ბეჯითის ხელი იბატონებს, ზარმაცი კი მონად იქცევა.
მსგავსი თემები: