1 ტიმოთეს 6:10
რადგან ყოველი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი აწვნიეს.
1 ტიმოთეს 3:3
არ იყოს ლოთი, მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, მშვიდობიანი, არ იყოს ვერცხლის მოყვარე,
მათეს 6:24
არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.
მათეს 16:13
ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მივიდნენ, ჰკითხა იესომ თავის მოწაფეებს: „რას ამბობს ხალხი, ვინ არისო ძე კაცისა?”
იაკობის 4:4
მრუშნო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება!
მათეს 13:22
ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ წუთისოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქნება.
მარკოზის 4:19
მაგრამ ქვეყნიერების საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი შედიან მათში, აშთობენ სიტყვას და უნაყოფო ხდება იგი.
ლუკას 8:14
ხოლო ეკალში ჩავარდნილნი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ, მაგრამ ცხოვრებისეული საზრუნავი, სიმდიდრის ძიება და განცხრომანი აშთობენ და ვეღარ მწიფდება ნაყოფი.
ლუკას 18:22-23
ეს რომ მოისმინა, უთხრა იესომ: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი”. ეს რომ გაიგონა, დამწუხრდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო.
1 ტიმოთეს 6:17
მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ – ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,
იობი 31:24-28
ან თუ ოქროზე ვდებდი იმედს და ბაჯაღლო მაძლევდა გაბედულებას? თუ მახარებდა ჩემი სიმდიდრის სიმრავლე ან ის, რომ ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელებმა? თუ შემიხედავს გაბრწყინებული მზის ან მოლივლივე ბადრი მთვარისთვის, და ფარულად ცდუნებულიყოს ჩემი გული და ხელით გამეგზავნოს მათთვის კოცნა; ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან უზენაეს ღმერთს უარვყოფდი.
ფსალმუნები 51:6-7
ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, გაიცინებენ მასზე და იტყვიან: აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა და იმით მაგრდებოდა, როცა სხვებს ანადგურებდა.
იგავნი 11:28
თავის სიმდიდრეზე დაიმედებული დაეცემა, მართალი კი მწვანე ფოთოლივით გაიშლება.
იერემია 49:4
რას ტრაბახობ ხეობებით? რძისა და თაფლის მადინებელი შენი ხეობით, განდგომილო ასულო, დაიმედებული რომ ხარ შენს საგანძურზე: ვინ გამოვაო ჩემ წინააღმდეგო?
ეზეკიელი 28:5
შენი დიდი სიბრძნით ივაჭრე და ქონება გაიმრავლე; და აღზევდა შენი გული სიმდიდრით.
ფსალმუნები 61:10
ნუ დაამყარებთ იმედს მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; თუ გაგიმრავლდა სიმდიდრე, გულს ნუ მიიდრეკ მისკენ.
იგავნი 18:23
ღარიბი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს.
იგავნი 28:11
მდიდარს ბრძენი ჰგონია თავი, გონიერი ღატაკი კი გამოიცნობს მას.
იგავნი 12:8
კაცს მისი გონიერების მიხედვით შეაქებენ, გულმრუდეს კი მოიძულებენ.
იობი 20:17-20
ვერ იხილავს ნაკადულებსა და მდინარეებს, თაფლისა და ერბოს ნიაღვრებს; დააბრუნებს მონაგებს და ვერ ჩაყლაპავს; ნავაჭრის შესაბამისად ექნება სიმდიდრე, მაგრამ ვერ ნახავს კმაყოფილებას, რადგან ჩაგრავდა, დაივიწყა ღარიბ-ღატაკნი, დაეპატრონა სახლს, რომელიც არ აუშენებია. ვინაიდან ვერ გაძღა მისი მუცელი და არაფერს ინდობდა თავის სიხარბეში.
იგავნი 15:6
მართლის სახლში დიდი განძია, უკეთურის მონახვეჭში კი გასაჭირი.
იგავნი 30:8-9
ამაოება და ტყუილი განმაშორე, ნურც სიღარიბეში ჩამაგდებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ; ჩემი სამყოფი პურით გამომკვებე, რომ გამაძღარმა არ უარგყო და არ ვთქვა, ვინ არის უფალი-მეთქი, ან გაღარიბებულმა არ ვიქურდო და არ შევბღალო ჩემი ღმერთის სახელი.
მეორე რჯული 8:10-14
შეჭამ, გაძღები და აკურთხებ უფალს, შენს ღმერთს, იმ კეთილ მიწაზე, რომელიც მოგცა. გაფრთხილდი, არ დაივიწყო უფალი, შენი ღმერთი; არ უგულებელყო მისი მცნებები, სამართალი და დადგენილებანი, რომელთაც გამცნებ, როცა შეჭამ და გაძღები, აიშენებ მშვენიერ სახლებს და იცხოვრებ მათში, როცა გაგიმრავლდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, გაგიმრავლდება ვერცხლი და ოქრო, და ყოველივე გაგიმრავლდება; ნუ გადიდგულდები და ნუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან;
მეორე რჯული 32:15
გასუქდა იეშურუნი და ტლინკების ყრა იწყო; გასივდა, გასქელდა, გათქვირდა და მიატოვა ღმერთი, მოიძულა შემოქმედი მისი, კლდე თავისი ხსნისა.
იგავნი 23:4
ძალღონეს ნუ შეალევ სიმდიდრის შეძენას, შეეშვი ამაზე ფიქრს.
იაკობის 5:5
განცხრომას ეძლეოდით ამ ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისთვის დაისუქეთ გულები.
მათეს 23:25
ყველაფერს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ; იფართოებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და სამოსის კალთებს იგრძელებენ.
ლუკას 16:19-21
„იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა და ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა. ასევე იყო ერთი ღატაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა წყლულებით დაფარული. ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ.
ლევიანნი 19:13
არ შეავიწროო შენი მოყვასი და არ გაქურდო; მომსახურე კაცის გასამრჯელოს დილამდე ნუ დაიტოვებ.
მეორე რჯული 24:12-15
თუ ღარიბია კაცი, შენთან ნუ გაათევინებ ღამეს გირაოს. დაუბრუნე გირაო მზის ჩასვლისას, რათა დაიძინოს თავის მოსასხამში; გაკურთხებს და სიმართლედ ჩაგეთვლება უფლის, შენი ღმერთის წინაშე. ნუ შეავიწროებ დაქირავებულ მუშას, ღარიბსა და გლახაკს, შენი მოძმე იქნება თუ ხიზანი, რომელიც შენს ქვეყანასა და კარიბჭეშია. იმავე დღეს მიეცი თავისი ქირა, სანამ მზე ჩავა, რადგან ღარიბია იგი და მასზეა დანდობილი; თორემ შეღაღადებს შენზე უფალს და დაგედება ცოდვა.
იგავნი 22:16
ვინც თავისი დოვლათის გასამრავლებლად ღარიბს ავიწროებს და მდიდარს აძლევს, გაღატაკდება.
ესაია 1:23
შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.
იერემია 22:13
ვაი იმას, ვინც სახლს უმართლობით იშენებს და უსამართლობით – ზედათვლებს! მოყვასს მუქთად ამუშავებს და გასამრჯელოს არ უხდის;
მალაქია 3:5
მოვალ თქვენთან განსასჯელად და მაშინვე გამოვალ მოწმედ ჯადოქართა და მრუშთა წინააღმდეგ, ცრუმოფიცართა და დაქირავებულთათვის საზღაურის დამკავებელთა წინააღმდეგ, ქვრივ-ობლის მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებთა და მათ წინააღმდეგ, ვისაც არა აქვს ჩემი შიში! – ამბობს ცაბაოთ უფალი.
იაკობის 5:4
აჰა, ღაღადებს მუშაკთა საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, და ცაბაოთ უფლის ყურამდე აღწევს მომკელთა ღაღადი.
ფსალმუნები 51:7
აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა და იმით მაგრდებოდა, როცა სხვებს ანადგურებდა.
იგავნი 18:11
მდიდრის ქონება მისი მტკიცე ქალაქია და მაღალი გალავანივითაა მის თვალში.
მარკოზის 10:24
მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო მათ და უთხრა: “შვილებო, რა ძნელი იქნება ღმერთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი!
ლუკას 12:19
და ვეტყვი საკუთარ თავს: ჩემო თავო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი, მრავალი წლის საკმარი; მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.
ლუკას 12:20
მაგრამ უთხრა ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ მოგთხოვენ შენს სულს, და რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?