სიმბოლოები ბიბლიური ციტატები

დაბადება 9:13
ჩემი ცისარტყელა დავადგინე ღრუბლებში და ის იქნება ჩემსა და დედამიწას შორის დადებული აღთქმის ნიშანი.

იოანეს 1:51
უთხრა მას:„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, აღმავალთ და ჩამომავალთ კაცის ძეზე!”

გამოსვლა 24:17
მოგიზგიზე ცეცხლივით იყო უფლის დიდება მთის მწვერვალზე ისრაელის ძეთა თვალწინ.

ფსალმუნები 96:2
ღრუბელით და ნისლით არის გარემოცული უფალი; სიმართლესა და სამართალზეა დაფუძნებული მისი ტახტი.

გამოცხადება 4:5
ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი; ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ლამპარი ანთია, რომლებიც შვიდი სულია ღვთისა.

ფსალმუნები 28:3
წყლებზეა ხმა უფლისა; გრგვინავს დიდების ღმერთი; ხმა უფლისა მრავალ წყალზეა.

გამოსვლა 13:21
წინ უძღოდა მათ უფალი დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად და ღამე ცეცხლის სვეტში, გზის გასანათებლად, რათა შესძლებოდათ სიარული დღისითა და ღამით.

ესაია 6:1
მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს.

ეზეკიელი 37:1-3
უფლის ხელი იყო ჩემზე; გამომიყვანა უფლის სულით და შუაგულ ველზე დამსვა, ძვლებით რომ იყო სავსე. გამატარა მათ შორის; ირგვლივ, აჰა, ფრიად ბევრი ეყარა ველზე და ძალზე გამხმარი იყო. მკითხა: „ძეო კაცისავ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები?” ვთქვი: „უფალო ღმერთო, შენ იცი!”

დანიელი 7:9
ვაკვირდებოდი, სანამ დაიდგმებოდა ტახტები და დღეთა უძველესი დაჯდებოდა თავის ტახტზე. მისი სამოსელი თოვლივით თეთრი იყო და სუფთა მატყლივით ჰქონდა თმები თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ალივით იყო, ეტლის თვლები კი – მგზნებარე ცეცხლი.

გამოცხადება 1:20
რაც შეეხება შვიდი ვარსკვლავის საიდუმლოს, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და ოქროს შვიდ სალამპრეს: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სალამპრე შვიდი ეკლესიაა”.

იოანეს 3:8
ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი”.

ფსალმუნები 2:9
შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მექოთნის ჭურჭელივით დაამსხვრევ”.

გამოცხადება 2:27
და დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით და დაიმსხვრევიან თიხის ჭურჭელივით, ისევე, როგორც მე მივიღე მამისგან.

მარკოზის 12:10-11
ნუთუ არ წაგიკითხავთ წერილში: ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა? უფლისგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში”.

1 კორინთელთა 12:27
თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე – მისი ასოები.

1 პეტრეს 1:24
რადგან ყოველი ხორციელი ბალახს ჰგავს და ადამიანის ყოველი დიდება ბალახის ყვავილს. გახმა ბალახი და დაცვივდა მისი ყვავილიც.

დანიელი 7:2-7
ალაპარაკდა დანიელი და თქვა: „ღამით ჩემს ხილვაში ვიხილე: აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აღელვებდა.3ზღვიდან ოთხი, ერთმანეთისგან განსხვავებული დიდი მხეცი ამოვიდა. პირველი ლომის მსგავსი იყო და არწივის ფრთები ჰქონდა. ვუყურებდი, ვიდრე ფრთები დააწყდებოდა; იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა. აჰა, მეორე მხეცი დათვის მსგავსი იყო, ცალ გვერდზე იდგა და სამი ეშვი ჰქონდა პირში, კბილებს შორის. უთხრეს: „ადექი და ჭამე ბევრი ხორცი”. შემდეგ დავინახე და აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი, რომელსაც ზურგზე ფრინველის ოთხი ფრთა ჰქონდა; ოთხი თავი ჰქონდა მხეცს და მიეცა მას ხელმწიფება. ამის შემდეგ აჰა, მეოთხე მხეცს ვხედავ ჩემს ღამის ხილვაში, საშინელს, საზარელს და ძალზე ძლიერს, რომელსაც რკინის დიდი კბილები ჰქონდა. ჭამდა იგი, მუსრავდა და ფეხით თელავდა ნარჩენებს. ყველა წინა მხეცისგან გამოირჩეოდა და ათი რქა ჰქონდა.

1 კორინთელთა 11:23-26
ვინაიდან მე უფლისგან მივიღე ის, რაც თქვენც გადმოგეცით; რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად”. სერობის შემდეგ სასმისი აიღო და თქვა: „ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად, ყოველთვის, როცა დალევთ”. რადგან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ, ვიდრე ის მოვიდოდეს.

Close
Close